რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ფხენიანში იმყოფებოდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი სამი დღით ფხენიანში იმყოფებოდა. ეს ცნობილი გახდა ჯერ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს, 28 მარტს, გავრცელებული პრესრელიზებიდან. ამ ზოგადი ცნობების მიხედვით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ფხენიანში 25-27 მარტს იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა. ფხენიანის პრესრელიზის თანახმად, […]
რუსეთში ბენზინის წარმოება უკვე 14%-ით შემცირდა – უკრაინის თავდასხმების შედეგი მოსკოვისთვის

“ეხო კავკაზა” რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში ბენზინსა და დიზელის საწვავის ყოველკვირეული წარმოება მცირდება უკრაინული დრონების თავდასხმების გამო. სტატისტიკის მიხედვით, 18-24 მარტის კვირის განმავლობაში, რუსულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის […]
პაპუაშვილი ხალხს, რომელმაც კობახიძის სცენაზე ასვლა გააპროტესტა, “სულით ბოროტებს” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების ღონისძიებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლა მოძრაობა შეცვალემ გააპროტესტა და მათ “სულით ბოროტ ადამიანებს” უწოდებს. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს წინასწარ იყო დაორგანიზებული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს ნიკა გვარამიას გუნდის წევრები არიან. “ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, ეს არ […]
პროკურორი – არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა და პროცესის 8 აპრილისთვის გადადების მიზეზი განმარტა. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, ასევე, სურვილი გამოთქვა, პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. სასამართლომ პროცესი […]
დმიტრო კულება ინდოეთს ეწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. „უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ“, – წერს დმიტრო კულება X-ზე. დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება.
სოზარ სუბარი – მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ – სწორედ ამიტომ ვერ ბედავენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები, განაჩენები წაიღონ სტრასბურგში

სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე […]
ბადრი ჯაფარიძე – ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრებისა და მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. „ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება. დღეს ჩვენ მოვედით, რომ ქართველ გმირებს პატივი მივაგოთ. ამ ადამიანებმა მსხვერპლი სწორედ იმიტომ გაიღეს, რომ […]
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჟან-ფრანსუა ტონის და ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, ფილიპო მუსკას შეხვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე. „შეხვედრის […]
მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნება

ზემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობა ადგილზევე შეეძლება. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ ხვალ დაბა მესტიაში ფილიალს გახსნის. კომპანიის გადაწყვეტილებით, გახსნასთან დაკავშირებით, მესტიის მოსახლეობა სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლის ასაკის მქონე ყველა პირებს უფასოდ ჩაუტარდება კალციუმის, რკინისა და სისხლის საერთო ანალიზი. ამისთვის კი ლაბორატორიაში მისვლისას მხოლოდ პირადობის […]
„ჯეონიუსტილის“ აქტივები აუქციონზე 78 967 ლარად იყიდება – რა აკავშირებს კომპანიას საქართველოს განვითარების ფონდთან

დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი „ჯეონიუსტილის“ მთლიანი აქტივი აუქციონზე 78 967 ლარად იყიდება. აუქციონის აღწერის მიხედვით, „ჯეონისუტილი“ აწარმოებდა ახალი ტიპის, ინოვაციურ დეკორატიულ აგურს. „მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის – ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს […]