“პუტინი კი არა, 10 ჩინგიზ ყაენი ვერ დაიპყრობს ამ ქვეყანას!” – სანიკიძე

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საუბრისას, “ფორმულასთან” ამბობს: “პუტინი კი არა, 10 ჩინგიზ ყაენი ვერ დაიპყრობს ამ ქვეყანას! ხალხი უფრო წინაა წასული, ვიდრე ჩვენ – პოლიტიკური სპექტრი: გვასწავლეთ, როგორ უნდა ქვეყნის სიყვარული“
ყალბი თავდასხმა, ყალბი დასკვნები – პაპუაშვილის ახალი ბრალდებები პარტნიორებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ამჯერად აცხადებს, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმის და აცხადებს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება კი არა, არასამთავრობო სექტორის და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კეთილსინდისიერაბაა შესამოწმებელი. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების ერთ–ერთი შტოს, სასამართლოს და არასამთავრობოებს ერთ სიბრტყეზე აყენებს, რაც სრულიად გაუგებარი და აზრს მოკლებულია. ბოლო პერიოდში, საქართველოს […]
ბორჯომში 300კვ.მ მიწა და მასზე მდგომი საპირფარეშო აუქციონზე 81 000 ლარად იყიდება

ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 300კვ.მ მიწა და მასზე მდგომი 35კვ.მ ფართობის საპირფარეშო 81 000 ლარად იყიდება. აუქციონზე გამოტანილი მიწის განმკარგავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროა. აუქციონი 20 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება. „სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა (საპირფარეშო) საერთო ფართით 35.00 კვ.მ (დაუზუსტებელი), მდებარე: ქალაქი […]
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს შორის მე-7 ადგილზეა. Transfermarket-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ-თაა გაზრდილი და 35 მლნ ევროა. რეიტინგში ყველაზე ძვირადღირებული პორტოს მეკარეა დიოგო კოსტაა. მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მლნ ევროა. 40 მლნ ევროდაა შეფასებული Transfermarket-ზე 5 მეკარე: პარის სენ […]
„საქსტატი“ – 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის განმარტებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს. როგორც საქსტატში აღნიშნავენ, 2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
დანაზოგების ყველაზე მსხვილ პლატფორმას საქართველოში Hotsale.ge-ს ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს

ბაზარზე 13-წლიანი ოპერირების განმავლობაში Hotsale.ge სტაბილურად მზარდ ელექტრონული კომერციის პლატფორმად ჩამოყალიბდა. ვებგვერდს საშუალოდ ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სერვისის მიმართ მოთხოვნა მაღალია. როგორც Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ლანა ცხადაძე განმარტავს, მაღალი ხარისხის სერვისის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, კომპანიებისათვის ინდივიდუალურად შემუშავებული საპრომოციო კამპანიები, ოპერატიულობა და მოქნილობა. მათივე თქმით, თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით 13 […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული […]
სომხეთის საგარეო უწყება – სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ

5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. „აზერბაიჯანული მხარე სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის არ არის ინკლუზიური ხასიათის და შესაძლოა სომხეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ უბიძგოს. […]
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საფოსტო მარკები იყო წარმოდგენილი. თსუ-ს ინფორმაციით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ […]
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ევროკავშირის ექსპერტი თეონა ლავრელაშვილი ბელგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს

სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ ინფორმაციით, პირველად ბელგიისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული სახელი და გვარი გამოჩნდება. მათივე ცნობით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ევროკავშირის ექსპერტი თეონა ლავრელაშვილი ბელგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს და დემოკრატიულ-ცენტრისტული პარტიის სიის ათეულშია. „ფედერალურ არჩევნებში ქართველი ემიგრანტის მონაწილეობა არის პრეცედენტი, რომელიც ევროპის პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო […]