“მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა”; “ჩემს ჰერალდიკაზე ხვლიკი და ნესვია გამოსახული, ვაი თქვენს პატრონს” – პატარაია და “ობობა”

Gaius Marius Oboba სოციალურ ქსელში, წერს: კადრი: ბუდუ ზივზივაძე მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა, წაქცეულიც ახერხებს რაღაცნაირად, ზამბარსავით გაიწელოს და ბურთს თავს ურტყამს, რომ სანტიმეტრები მოიგოს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს კონტექსტში მსოფლიო დიდი ფეხბურთის ჰაილაითია ეგ კადრი. მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო” მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ […]

რომან გოცირიძე – კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა – თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, არ შეიცვალა ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კატასტროფული დემოგრაფიის“ მთავარი მიზეზი ემიგრაციაა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა, ქვეყანა დაიცლება და ერი გადაშენების გზას დაადგება. „შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებლი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 11 ათასით […]

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების შეაფასება დაიწყო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად განსხვავებულ ეტაპზეა – არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სტატუსის მოპოვებამ ევროკავშირთან ურთიერთობები თვისობრივად შეცვალა. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაცია გარდაუვალია, რაც ჩვენი […]

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება. „პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის […]

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის ერთ გამომძიებელს, სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე […]

გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. „იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც […]

კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. […]

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალური ოდისეა 10 მაისს იწყება. Starring Georgia – ს კამპანიის მთავარი მიზანია ქართველი ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში საყვარელი მუსიკოსების მოსმენა შეძლონ და ასევე, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე მსმენელს საშუალება […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არჩევნებში პუტინს სამხედროების 99.27%-მა მისცა ხმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინს ცენტრალიზებულად მისცა ხმა სამხედროების 99.27%-მა. “კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 1,5 მილიონზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პერსონალმა. პერსონალის აქტივობა რეკორდული გახდა და 99.8% შეადგინა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამხედრო ელექტორატის კენჭისყრა “ცენტრალიზებულად” ჩატარდა, – აღიარებს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ინფორმაციით, ასეთი შედეგები ქვეყნის […]

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მიხეილ ლომთაძე 66 პოზიციით დაწინაურდა

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მიხეილ ლომთაძე 66 პოზიციით დაწინაურდა. ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $6.46 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 426-ე ადგილს იკავებს. 14 მარტის მონაცემებით, ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად ჰქონდა შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, $7.02 მილიარდით 385-ე პოზიციას იკავებს. ( 14 მარტის მონაცემებით, $7 […]