თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 29 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.25 თეთრით. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6978 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9112 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.
“ნაძირალა ივანიშვილმა ზონდერები და ჯალათები შეიყვანა უზენაეს სასამართლოში უვადოდ” – ცოტნე გამსახურდია სასამართლო კლანზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, სასამართლო სისტემაზე, სასამართლო კლანზე და ე.წ. სასამართლო რეფორმაზე, ჯერ კიდევ 2019 წელს, წერდა: 2012-ში ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს, ხოლო დღეს პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მაგრამ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, ვინც ქართუ ბანკის წინააღმდეგ სააკაშვილის დროს გაკოტრების გადაწყვეტილება გამოიტანა, იმავე პარლამენტმა, ასევე […]
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მისივე განცხადებით, 4 პირი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. “5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყო წასული ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან, […]
თეა ახვლედიანი – გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, […]
სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს ჰაიჭენგი სიუს და ატაშეს პოლიტიკური განყოფილებიდან ფენგი ლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და, მათ შორის, პარტია „ხალხის […]
საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა განათლების სფეროში სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და […]
“თვალს ვერ მოაშორებ – დაუჯერებელი სილამაზე” – თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები – Marao

25 წლის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფიგურაა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა “მის საქართველო 1997”-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ. ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში […]
„კროკუსში“ მომხდარ ტერაქტში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილებმა გაასაჩივრეს დაპატიმრება

ამინჩონ ისლომოვი და მისი მამა, ისროილ ისლომოვი, რომლებსაც გამოძიება მოსკოვის ოლქში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმაში თანამონაწილეებად მიიჩნევს, მათი დაპატიმრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. საერთო ჯამში, ტერაქტის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი ეჭვმიტანილი უშუალოდ კროკუსზე თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის. ისლომოვები პირველები იყვნენ, ვინც დაპატიმრება გაასაჩივრეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის […]
340 000 ლარზე მეტს დაეუფლნენ – ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარედგინა. “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, […]