“თურქეთმა ტურიზმი ადგილობრივი წარმოების დისტრიბუციის ინსტრუმენტად აქცია” – ტურიზმის ექსპერტი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე ენგლენდერის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ტურიზმის ქაოსურად განვითარებას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დღესღეობით, ქვეყანაში ტურიზმი ქაოსურად ვითარდება. მდგრადი ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ იპოვოს საკუთარი ნიშა. „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისი უნიკალური გაყიდვის წერტილი რეგიონში“, […]
სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – ამ ხალხს ევროკავშირის საბოტაჟი უნდა – ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? – ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა

შალვა პაპუაშვილს შეიძლება გაუცრუა იმედები ევროკავშირის ელჩმა, მაგრამ ევროკავშირმა არ გაუცრუა იმედი ქართველ ხალხს – ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? – ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, […]
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება” იპოვეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირი იპოვეს.” ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. “გამოძიების წინასწარი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, საფუძვლიან მომზადებასა და დანაშაულის ორგანიზატორების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევის, ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობების ანალიზის შედეგად […]
გურიის რეგიონში GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ცნობილია

გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგიონულ საგრანტო პროგრამას გურიაში 3 გამარჯვებული ჰყავს. „ArtOa.io – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შეუფერხებლად აკავშირებს კედლის მხატვრებსა და მომხმარებლებს. უნიკალური AI/AR Order Generator ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას კედლის იდეალური არტი წუთებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ზელენსკის თქმით, მან ჯონსონს “რუსული საჰაერო ტერორის” გაძლიერების შესახებ უთხრა და აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – მიერ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების “კრიტიკული მნიშვნელობა” აღნიშნა. “სატელეფონო საუბარი ჩავატარე წარმომადგენელთა პალატის […]
გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას განიხილავდა. გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა ის შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო: „მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში […]
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო სამუშაოები შეწყდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყვეტილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან […]
კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში, რის შედეგადაც მან კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა. Washington Post-ის თანახმად, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. “ბატონი ბენკმან-ფრიდი ამბობს, რომ შეცდომები დაუშვეს… მაგრამ მან არ გამოხატა სინანულის […]
ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა – 1 ადამიანი კვლავ დაკარგულია

ბაკურიანში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა – პროცესი პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 – გამოყვანილია. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ისაუბრა. “ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი […]
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გადამზიდველებთან შეთანხმებას მიაღწიეს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით. სააგენტო, ასევე იუწყება, რომ გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე […]