ევრო 2024. ნაკრებების განაცხადი, შესაძლოა, 26 ფეხბურთელამდე გაიზარდოს

The Athletic-ის ცნობით, უეფამ შეიძლება ევრო 2024-ზე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს. უეფამ მხედველობაში ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელის კომენტარი გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებას 8 აპრილს კონგრესზე მიიღებს, რომელსაც ტურნირის ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრება. 2020 წელს უეფამ ნაკრებებს ევროპირველობაზე განაცხადის გაზრდის უფლება კოვიდის პანდემიისას გადატვირთული კალენდრის გამო მისცა, ერთი წლის შემდეგ კი ფიფამ […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა. „მუსლიმ თემს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას […]

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ანტიდასავლური ნარატივი უკანა კარიდან შემოჰყავს, სრულიად განზრახული ორმაგი პოლიტიკა აქვს, რათა ამომრჩეველი დააბნიოს და ეს თამაში გარკვეულწილად წარმატებულად გამოსდის

ის რომ ქართული ოცნება კონსტიტუციურ უმრავლესობას აგროვებს, აბსურდია – ტყუილია, ასევე, ის რომ, ძირითადი მხარდაჭერა 2 ოპოზიციურ ძალას შორის ნაწილდება და სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, მიუხედავად ზემოთქმულისა, თუ „ქართული ოცნება“ 40-45% აიღებს, პატარა ოპოზიციური პარტიების ხმებმა, რომლებიც 5%-იან […]

“ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ, ეხმაურება და წერს: ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე? ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა პარტნიორი ქვეყნები შეადარა ოკუპანტს, წაუყენა მათ არაერთი ბრალდება, ერთ–ერთ განცხადებაში კი თქვა: “ჩვენ […]

გახარია სააკაშვილზე: გგონიათ მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია?

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მისი თანაპარტიელების განცხადებას განმარტავს მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გახარიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდება, ეს მისსავე ინტერესშია, რადგან გახარიას აზრით, მის ჯანმრთელობას პოლიტიკურად იყენებს ყველა „ვისაც არ ეზარება“: „მისთვისვე ჯობია ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. იმიტომ რომ ამ პოლიტიკური თემებიდან თუ გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა […]

გახარია: ბავშვებზე პროპაგანდის მავნე ზემოქმედება არ არის საქართველოს პრობლემა, გლობალურია

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მოზარდებზე “პროპაგანდის მავნე ზემოქმედება” მართლა პრობლემაა, თუმცა ეს არ არის საქართველოს პრობლემა, არამედ გლობალურია. “ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის პროპაგანდა. ჩემთვის პერსონალურად – ბავშვებზე, მოზარდებზე პროპაგანდის მავნე ზემოქმედება მართლა პრობლემაა, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ პროპაგანდის მავნე ზემოქმედების საკითხს ბავშვებზე ოცნება საარჩევნო სპეკულირებისთვის, თაღლითურად იყენებს, მე უბრალოდ ვხედავ და […]

“ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები” – გვარამია

“ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: “ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება […]

ზვავში მოყოლილი ადამიანი – რატომ შეწყდა სამძებრო სამუშაოები?

ზვავში დაკარგული მამაკაცი, ადგილობრივი ბიზნესმენი დიტო გოგოლაძე, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მაშველები და ვერტმფრენები დღეს რამდენიმე საათით მუშაობდნენ ბაკურიანში, თუმცა უშედეგოდ. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდა, სულ 5 ადამიანი იყო. ზვავის ჩამოწოლას 4 მათგანი გადაურჩა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა და […]

აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარედ მოსახლეობის გასახლება იგეგმება

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. „შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

როგორია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის სამართლებრივ ნორმები

საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დაცვა არის სახელმწიფოს მოვალეობა. ამიტომ მათი კლინიკაში განთავსება, საქმის განხილვა, ადვოკატის უზრუნველყოფა და მკურნალობაც უფასოა. ეს სერვისი შეიძლება მიიღოს როგორც საქართველოს მოქალაქემ, ისე მოქალაქეობის არმქონე პირმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქემ. მკურნალობა მათთვისაც უფასოა, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს […]