გვარამიას თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

პარტია „ახალის“ თანადამფუძენებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვიტა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს: „ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს […]

ფერმერების დაკრედიტებისას მხოლოდ შემოსავლები არ უნდა იყოს გადამწყვეტი – ბექა გონაშვილი

აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული კომპეტენციის, ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობა დღემდე გამოწვევად რჩება. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა აჩვენებს, რომ სახელმწიფო და დონორული დაფინანსების მიუხედავად, აგრომეწარმეებს დაფინანსების მოპოვება მაინც უჭირთ. მიზეზებს შორისაა: ფერმერული მეურნეობის მართვის ცოდნის ნაკლებობა; მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით მცირე ზომის, სახელმწიფოს მხრიდან არასუბსიდირებულ სესხებზე; აგრომეწარმის არასაკმარისი შემოსავლები სესხის მომსახურებისთვის; საკმარისი ლიკვიდური უძრავი […]

ლანჩხუთის მერიასა და “სოციალურ სახლს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

ლანჩხუთის მერიასა და “სოციალურ სახლს” შორის მემორანდუმი გაფორმდა დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც ა(ა)იპ-სთან, ,,სოციალური სახლი-შენი სახლი“, თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო კურსების შექმნას, ტრენინგებისა და სამედიცინო კვლევების ჩატარებას, სხვადასხვა სოციალური აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებას. მუნიციპალიტეტის მერმა ,,სოციალური სახლი-შენი სახლის“ დამფუძნებელს მარიამ მარგველიანს მხარდაჭერა აღუთქვა

ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კონკრეტული თანამშრომლის მიერ შურისძიების მოტივით შედგენილ საჩივარს მოყვა ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება, რომელიც „წარმოებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადის დარღვევით“. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გასაგებია სახალხო დამცველის პიარული მიზანი და განცხადების კონტექსტი […]

ეკონომიკის სამინისტრო – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით გეგმა გააცნეს. უწყების ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადამზიდველებს, ამ პროცესში მონაწილეობის მიზნით, საერთო ორგანიზაციული ფორმით გადამზიდველთა კონსოლიდირება შესთავაზა. როგორც ინფორმაციაშია […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები – პროფესორები: თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს […]

ზვავსაშიშროების გამო ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მაშველები დაკარგული ადამიანის ძებნას შესაძლებლობისთანავე გააგრძელებენ. ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა დღეს, 28 მარტს ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ზვავში, მოყოლილია ერთი ადამიანი. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული იყო სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. სამძებრო […]

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასები ცნობილია – ჩამონათვალი

Black Sea Arena-მ ამერიკული ჯგუფის OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასები გამოაქვეყნა. ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია “Star Ring”-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას. ამერიკული ჯგუფი კონცერტს […]

რუსმა ოლიგარქმა Strabag-ის წილი გაყიდა, რომლის შეძენასაც Raiffeisen გეგმავს – Reuters

რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ კვიპროსული Rasperia გაყიდა, რომელიც ავსტრიულ Strabag-ში 24,1%-ს ფლობს. Raiffeisenbank გეგმავს ამ წილის 1,51 მილიარდ ევროდ შეძენას და აქციების Raiffeisen Bank International-ს გადაცემას დივიდენდების სახით. Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა RBI-ს მოსთხოვა ინფორმაცია გარიგების მონაწილეების შესახებ და დასძინა, რომ დერიპასკა სანქციებს ექვემდებარება. სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ავსტრიის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Strabag-ში თავისი […]

კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა – რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, არ შეიცვალა ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას. „შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით […]