საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და დედაქალაქში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა მომატებულია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება. “საქართველოს გარემოს დაცვისა და […]
„ადგილობრივები მზად არიან დაეხმარონ მაშველებს…“ – ახალი დეტალები ბაკურიანიდან, სადაც ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა. მაშველები დრონებით და ვერტმფრენით ცდილობენ თოვლის მასაში მიაგნონ დაკარგულ ადამიანს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივები, ხუთი ბურნით, შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ხუთიდან ოთხმა გაასწრო ზვავს და უსაფრთხო ადგილას გავიდა. ერთს ამ დრომდე ეძებენ. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ნუგზარ ქუთათელაძის განცხადებით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები 07:00 საათიდან განაახლეს. მისივე […]
BAG ინდექსი – 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 66% აცხადებს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 27% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს. „აღსანიშნავია, რომ 2024 წელს […]
გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება – ყველაფერი სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება – ეს ყველაფერი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, – აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა. კახიანის თქმით, “ამ დრომდე ოპოზიცია იმის გამო სდუმს, რომ ერთის მხრივ, მოსახლეობის შიში აქვთ, რადგან იციან, […]
თამარ კორძაია – მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს

მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან ახალი კანონპროექტის შეფასებაც. “ყოველ ნაბიჯზე დასტურდება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას […]
ქეთევან თურაზაშვილი – უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში – მარტოხელა მშობლები უმეტეს შემთხვევაში გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან

უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში და იმის ნაცვლად, რომ წავახალისოთ შობადობის გაზრდა, გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს ბავშვების გაზრდის და აღზრდის პროცესი, ისეთი ჯგუფის წარმომადგენლებსაც კი ვერ ვუწევთ სათანადო მხარდაჭერას, როგორიც მარტოხელა მშობლები არიან. ამ ადამიანებს მარტოებს უწევთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება და უმეტეს შემთხვევაში გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან,- ამის შესახებ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს […]
საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა – კუროპტევი

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი იგორ მიგლანი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობდა. ამის შესახებ კუროპტევი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იგორ მიგლანი, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს საქართველოში და 24 საათის შემდეგ თბილისი აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. მისივე თქმით, იგორ […]
სომხეთში სოლოვიოვის გადაცემები აკრძალეს

სომხეთმა დაბლოკა თავის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება. სომხეთის მიერ აკრძალული ორი საავტორო პროგრამა „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის. სომხეთის „ტელერადიომაუწყებლობის ქსელის“ მიერ დღეს, 29 მარტს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება დაიბლოკა რუსეთთან მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების პირობების მუდმივად დარღვევისთვის. ეს დარღვევები […]
„რუსეთმა, დასავლეთში დაფუძნებული კომპანიების დახმარებით, ფეთქებადი ნივთიერების იმპორტი გააორმაგა“ – The Wall Street Journal

The Wall Street Journal-ის გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული, გერმანული და ტაივანური კომპანიები აწარმოებენ ნიტროცელულოზას, რომლის დიდი ნაწილი სანქციების მიუხედავად, რუსეთში იგზავნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებისგან, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, გაზარდა ასაფეთქებელი ნივთიერების იმპორტი, რომელიც კრიტიკულია საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის. „ნიტროცელულოზა აალებადი ბამბის პროდუქტია, რომელიც დენთისა და სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება. […]
ჰამბურგის, მადრიდის ფრენები Wizzair-ზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება, ზოგ რეისზე დღეები შეიცვალა

ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. ასევე, გვიან ღამიდან Wizzair-ის მომხმარებლებს მიუვიდათ შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან ფრენის გაუქმების შესახებ – მათ ავიაკომპანია სანაცვლოდ სხვა დღეს ან სხვა მიმართულებას სთავაზობს. ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა […]