თბილისში ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული […]

როგორ და რა პირობებით იქნება შესაძლებელი პლანერების ექსპლუატაცია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პლანერების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი შეიმუშავა. „პლანერების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი” სააგენტომ უკვე გარე განხილვაზეც გამოიტანა და დარგის სპეციალისტებს საკუთარი მოსაზრებების ან რეკომენდაციების დაფიქსირება სააგენტოში თამამად შეუძლიათ. წესის პროექტი ადგენს პლანერის საფრენოსნო ექსპლუატაციის მოთხოვნებს როგორც პლანერების აღჭურვილობის, ისე საფრენოსნო პროცედურების და დოკუმენტაციის მიმართ, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ექსპლუატანტმა. აქამდე პლანერების ექსლუატაცია საქართველოს საავიაციო კანონმდებლობით არ […]

UNICEF – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციამ ადამიანებს იმედი ჩაუსახა, მაგრამ ეს იმედი ისრაელის ბომბებმა ჩაახშო

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პრესსპიკერის, ჯეიმს ელდერის განცხადებით, ღაზის სექტორში ადამიანებს იმედი ჩაესახათ, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს იმედი გაქრა, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვა გრძელდება. ”როდესაც ეს განცხადება გაკეთდა, იყო ამოსუნთქვა, იყო საგრძნობი შვება, მაგრამ ეს იმედი ბომბებმა ჩაახშო. ამჟამად ეს არაფერს ნიშნავს. მძევლები ისევ აქ არიან, […]

გოგიტა თოდრაძე – 2024 წლის თებერვალში 6200 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება – კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის

2024 წლის თებერვალში წინა თვისგან განსხვავებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაშიც. კერძოდ საქონლის ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 4,4%-ით,- ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2024 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას წარდგენისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა […]

მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე. „აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის […]

ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განსახილველად არ მიღებას აფასებს. გვარამიას თქმით, ის ბრძოლას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელებს. “ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ესე არ არის. წავალ უფრო მაღალ მდგომ სასამართლო ინსტანციაში – ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. […]

ჰამბურგის, მადრიდის ფრენები Wizzair-ზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება, ზოგ რეისზე დღეები შეიცვალა

ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. ასევე, გვიან ღამიდან Wizzair-ის მომხმარებლებს მიუვიდათ შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან ფრენის გაუქმების შესახებ – მათ ავიაკომპანია სანაცვლოდ სხვა დღეს ან სხვა მიმართულებას სთავაზობს. ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა […]

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა

ბაკურიანში 28 მარტს მოწყვეტილ თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს ინტენსიური ძებნა-შველის ოპერაცია გამთენიიდან მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 28 მარტს ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 – გამოყვანილია. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ […]

რუსთავის სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის პროცესი მიმდინარეობს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერს წარადგენს, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული. როგორც საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ჩანს აითაჯ შახმაროვას დედაც, […]

BTU-ში ლექტორების აკადემია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, რომელთაც აკადემიური საქმიანობის სურვილი აქვთ, BTU სპეციალურ აკადემიას აფუძნებს. სწავლების მეთოდები, სილაბუსის დიზაინი, სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა, ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვა საკითხები, ლექტორების აკადემიაში, დარგის სპეციალისტებისთვის, დამატებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იქნება შეთავაზებული. ,,ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პარალელურად განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობები და […]