1-ელი აპრილის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია […]

უკრაინაში აშშ-ის ელჩი – რუსეთი მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო

უკრაინაში აშშ-ის, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ უკრაინაში წუხელ და დღეს დილით განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება. „რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება“, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში. მისი თქმით, საჭიროა, […]

პაატა მანჯგალაძე – ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები გაიზარდა „სკაიპით“ – ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ – თაობები გაიზარდა „სკაიპით“, ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებაა”. […]

ალუდა ღუდუშაური – თავმოყვარე პოლიტიკურ ძალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ – გვარამიას და მელიას ამის პრობლემა უდგათ, ისინი იძულებით პოლიტიკური ქორწინებაში არიან

წესით და რიგით, თავმოყვარე პოლიტიკურ ძალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ – გვარამიას და მელიას ამის პრობლემა უდგათ, ისინი იძულებით პოლიტიკური ქორწინებაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მორალური მხარე რომ ჰქონოდათ, საჯარო აქტივობების განხორციელებაზე უარი უნდა ეთქვათ. „ფაქტია, რომ კოლექტიური […]

„ალდაგის“ სახლის დაზღვევას საჩუქრად „მეამას“ აპარატი მოჰყვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ალდაგისა“ და „მეამას“ პარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობენ, სახლის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად „მეამას“ ყავის აპარატს მიიღებენ. ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებას ალდაგში 27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ. „ალდაგის“ სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია […]

სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 33 მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცი და „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლი ემსხვერპლა – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 33 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. წყაროებმა გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლიც.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზებში აუცილებლად აისახებოდა პოლიტიკურად სიტუაციის რადიკალური შეცვლა რომ იყოს მოსალოდნელი“ – ეკონომისტი

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარი – თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია. ეკონომისტების ნაწილი, წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროგნოზების შესაბამისად ელის. ეკონომისტი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძის ამბობს, რომ მიუხედავად საარჩევნო წლისა, დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზები არ იძლევა ისეთ სურათს, რომ პოლიტიკურად სიტუაციის რადიკალური შეცვლა იყოს მოსალოდნელი, რაც შემდეგ […]

თბილისში ხუთ მარშრუტზე 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას […]

[ექსპერტებთან დაკავშირებით] EU-ს უკვე ვენდეთ და გაგვიცრუა იმედები – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ქართულ მხარეს იმედები გაუცრუა, როცა მათი თხოვნით მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექსპერტები დაუშვეს. სააკაშვილთან პოლონელი ექსპერტების შესვლა პაპუაშვილმა იმ დროს გაიხსენა, როცა ის სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგზე საუბრობდა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს. ეს ევროკავშირის რეკომენდაციაც. მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი უარს […]

ბაკურიანთან ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაციაში მონაწილე მაშველთა რაოდენობა გაზარდეს

29 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, განაახლეს ბაკურიანთან ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის სამუშაოები. ნუგზარ ქუთათელაძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეასრულეს სამი რეისი, გადაიყვანეს მაშველები. გუშინდელთან შედარებით მეტი მაშველი მონაწილეობს ძიებაში. ადგილობრივებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაშველებს დაეხმარონ, დაახლოებით ოც კაცამდე მზად არის და, მგონი, გადავიდნენ, რომ […]