5 თვის პროცენტი საჩუქრად – რას სთავაზობს “ევრო კრედიტი” მსესხებლებს?

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ევრო კრედიტმა” ახალი აქცია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებელს სესხზე 5 თვის საპროცენტო განაკვეთს აჩუქებს. როგორც “ევრო კრედიტის” საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, აღნიშნული შეთავაზებით, მსესხებელი სესხის ვადის ბოლო 5 თვეზე მხოლოდ ძირ თანხას დაფარავს. “ჩვენი კომპანია პერიოდულად იკვლევს, რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს და რა სჭირდებათ მათ, რა […]
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტი რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, 1-ელი აპრილის სხდომაზე ბიუროს ინიცირებისათვის არ წარედგინება

არსებული ინფორმაციით, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, საკითხი პარლამენტის ბიუროს მომავალი კვირის – 1-ელი აპრილის სხდომაზე ინიცირებისათვის არ წარედგინება, რადგან რეგლამენტის თანახმად, პროექტი ბიუროს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე. საპარლამენტო უმრავლესობამ ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი […]
უკრაინაში აშშ-ის ელჩი – რუსეთი მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო

უკრაინაში აშშ-ის, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ უკრაინაში წუხელ და დღეს დილით განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება. „რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება“, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში. მისი თქმით, საჭიროა, […]
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალი გაიხსნა

2024 წლის 26 მარტს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალი. ცერემონია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია ერთობ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის თანამშრომლობით ხორციელდება. აკადემია სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებსა და […]
Forbes: თუ კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი გასამმაგდება

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება. “ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს”. – წერს Forbes. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ […]
სომხეთში ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები დაბლოკეს

სომხეთში დაიბლოკა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები, რომლებიც ამ ქვეყნაში РТР-Планета-ზე გადის: „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“. სომხეთის ტელერადიომაუწყებლობის ქსელის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების მუდმივი დარღვევის გამო. შეთანხმების ეს მუხლები ადგენს, რომ მხარეებმა არ უნდა დაუშვან შიდა […]
ითამაშებს თუ არა “კვარა” “ატალანტასთან”? – იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმის რჩევა “ნაპოლის”

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და 30 მარტს “ატალანტასთან” მისი თამაში ძალიან საეჭვოა. იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონამ “კვარა” ბერგამოელებთან არ უნდა […]
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა […]
თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა […]
ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. უწყების ცნობით, ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც. „ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 […]