“უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნობას ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა “მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან.” “ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის […]

სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახეობათა აღდგენის დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს სახეობებს, რომელთა აღდგენა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს. სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა იქნება […]

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ავიაკომპანია ავრცელებს. „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! ავიაკომპანია შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, იმისთვის რომ რაც შეიძლება […]

თუ ბიზნეს-სუბიექტს არ ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, დაჯარიმდება – მაქსიმალური ჯარიმა 20 000 ლარია

„თუ ბიზნეს-სუბიექტს არ ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ იქნება შესაბამისი კანონის მოთხოვნებთან, ბიზნეს-სუბიექტი დაჯარიმდება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მირიანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პერიოდულად მოხდება ბიზნეს-სუბიექტების შემოწმება და თუ ისე აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰყავთ ოფიცერი, დაეკისრებათ ჯარიმა. მაქსიმალური ჯარიმა […]

გენერალმა სირსკიმ ავდეევკიდან გასვლის მიზეზებად მოწინააღმდეგის უპირატესობა და საარტილერიო ჭურვების ნაკლებობა დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ კოლოსალური დანაკარგები განიცადა, მოწინააღმდეგეს არსებითი უპირატესობა ჰქონდა, რაც გახდა დონეცკის რაიონის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინული შეიარაღებული ძალების გასვლის ერთ-ერთი მიზეზი, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ „უკრინფორმთან“ ინტერვიუში. “ჩვენ ავდეევკიდან გავიყვანეთ ჩვენი ძალები, რადგან მტერს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა შეტევითი ქვედანაყოფებისა და საშუალებების მხრივ. მართვადი ბომბებით მუდმივი დაბომბვის გამო დაირღვა […]

მაკრონი: პუტინს G20-ის სამიტზე მხოლოდ მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ ყველა მონაწილე ქვეყანა თანახმა იქნება. ამის შესახებ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტის დროს ისაუბრა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ოცი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ “კონსესუსი აუცილებლად შედგეს დანარჩენ 19 ქვეყანასთან და ეს სწორედ ეს იქნება […]

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მეთვალყურე გაეროს პანელი დაშალა

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კენჭისყრისას რუსეთმა, როგორც მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მეთვალყურე პანელის განახლება დაბლოკა. ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მათ დარღვევებს მეთვალყურეობდა, დაიშლება. დანარჩენი 14 წევრი სახელმწიფოდან ჯგუფის განახლებას 13-მა დაუჭირა მხარი, ჩინეთმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 2006 წლიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული […]

როგორი ამინდი იქნება 2 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა […]

ალეპოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიაში, ალეპოს აეროპორტის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის არმიამ გაავრცელა. ბრიტანეთში დაფუძნებული სირიული ობსერვატორიის ცნობით, რაკეტები ალეპოს მიმართულებით ჰეზბოლას ბაზების წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. მათი ინფორმაციით, 36 გარდაცვლილი ჰეზბოლას მებრძოლია და ათობით ადამიანი არის დაშავებული. სირიული მედია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და უსაფრთხოების სექტორიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, […]

„საქართველოს თეთრი ოქრო – 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse საქართველოს შესახებ წერს

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა. Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს. „იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა. […]