სომხეთში სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა – დეტალები

სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ინფორმაციას მედია სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილეზე, ავეტ პოგოსიანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, გადაცემები მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის “მუდმივი დარღვევის” გამო აკრძალეს. აღნიშნული მუხლები შეურაცხმყოფელი შინაარსის გადაცემების ტრანსლიერებას და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ასევე ეროვნული დღესასწაულებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დაცვას გულისხმობს.
“არავის მობილიზება შეუძლია პატიმრების გარდა” – ზელენსკი

“პუტინი ცდილობს, “კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთზე, მის მმართველზე საუბრისას. “მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ”, […]
მთავრობამ ქარის სადგურ „იმერეთი 1“-ის კონცეფცია მოიწონა – როდის აშენდება საჩხერეში ელექტროსადგური

მთავრობამ ქარის სადგურ „იმერეთი 1“-ის კონცეფცია მოიწონა – როდის აშენდება საჩხერეში ელექტროსადგური საჩხერის ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგური „იმერეთი 1“ აშენდება. პროექტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც bm.ge-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „უსასრულო ენერგიის“ თავმჯდომარემ, თორნიკე ბახტურიძემ განუცხადა, მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის ვადაში დაიწყება. „სამშენებლო ეტაპის განხორციელების მემორანდუმი გაფორმდა, […]
„სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში“ – ირაკლი კობახიძე

„სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში“ – ირაკლი კობახიძე სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა […]
1-ელი აპრილის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

1-ელი აპრილის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდი იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს […]
სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემები აკრძალეს

სომხეთში რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება აკრძალეს. ქვეყანაში ტელეარხ РТР-Планета-ზე გასული “საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან” და “კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან” დაიბლოკება. ამის შესახებ გამოცემა РБК-სთან სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ, ავეტ პოგოსიანმა ისაუბრა. პოგოსიანის თქმით, აკრძალვა “რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის მასობრივი ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე […]
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სს „ვიანის“ ყოფილი თანამშრომლები დააკავეს, რომლებიც პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით ქრთამს იღებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ […]
პრემიერის განცხადებით, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სტაჟირებაზე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება მიღებული

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან. „სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა […]
სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო მოსმენებს გამართავს

სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენებს გამართავს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მოსმენები 4 აპრილს გაიმართება. სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ თემას : „სომხეთის ევროინტეგრაციის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები“.
ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური

საქართველოს მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. „ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი […]