შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

გამოძალვისთვის გასამართლებული ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი თავისუფალია. კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ 13 მარტს დააკმაყოფილა “შაქრო მოლოდოის” მოთხოვნა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვადამდე გათავისუფლების შესახებ. კალაშოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 2013 წელს, კრიმინალური ავტორიტეტის, დედ ხასანის (ასლან უსოიანი) მკლელობის შემდეგ, მას “რუსეთში No1 კანონიერი ქურდი” უწოდეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9063 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9112 ლარს შეადგენდა. […]
ირაკლი კობახიძე მედიას – ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა – შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია!

ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა – შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს “ღირსეული ადგილი ექნება“. “თუ ეკონომიკა ჩვენი ჩამოსვლით იცვლება, ახლაც ჩამოვალთ, მაგრამ სტატისტიკით დასტურდება, რომ პარლამენტის […]
რუსთავის მერიამ და პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროექტი ,,მწვანე შუქი” დაიწყო

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიამ სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი და საბჭოს წევრი გრეტა წიწავა, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ პროექტ ,,მწვანე შუქის” ბენეფიციარებს შეხვდნენ. ,,პარლამენტის ინიციატივით, […]
ბექა ოდიშარია – პოლიტიკურად რომ “დაჩაქუჩდებიან” ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას”

პოლიტიკურად რომ “დაჩაქუჩდებიან” ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მმართველი პარტიის რეიტინგის თაობაზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, ოდიშარიამ უპასუხა კითხვას, რომ “ლელო” UEFA-სტატიას აკრიტიკებს, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის როლზეა საუბარი. მისი თქმით, აღმოჩნდა, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელის, – პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორის ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ლიანა შეწირული ნახევარ საუკუნეზე მეტი, 1952 – 2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მის მიერ აღზრდილ იქნა […]
თსუ-ს რექტორის ინიციატივით ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება

თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ სტუდენტებს უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები ექნებათ. თსუ-ს ცნობით, გასული წლის ნოემბერში შემუშავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად 350 ათასი ლარი გამოიყო. „ახალ სახელმძღვანელოებში მოიაზრება, როგორც უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნა, ასევე ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა. ამ საქმისთვის თსუ-ში შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელსაც […]
ჯაბა სამუშია თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს საუნივერსიტეტო სიახლეები გააცნო და უახლოეს მომავალში მათი ჩართულობით განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რექტორმა სასწავლო კურსების დუბლირების პრობლემის მოგვარებასა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენი სტუდენტები, […]
ირაკლი ნადირაძე – წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა – პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს

წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს- პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ნადირაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმას მიმდინარე სამშენებლო პროექტზე 9 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს გადასახდელი […]
თბილისის საკრებულომ ლევან ჟორჟოლიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

თბილისის საკრებულომ ლევან ჟორჟოლიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. სხდომას თბილისის საკრებულოს 39 დეპუტატი ესწრებოდა. მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ცნობისთვის, ლევან ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. […]