თბილისის საკრებულომ ლევან ჟორჟოლიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

თბილისის საკრებულომ ლევან ჟორჟოლიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.
სხდომას თბილისის საკრებულოს 39 დეპუტატი ესწრებოდა. მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ლევან ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.
ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო