ევექსი 3 წელი იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები მათ კლინიკებში შეეყვანა – სუსს 4 წელი და 3 თვე დასჭირდა დანაშაულის გასახსნელად

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. ამ ინფორმაციას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებული პირები კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენლებთან. „ვიანის“ სახელით […]
წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩიეს – TBILISI PRIDE საკონსტიტუციო ცვლილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride განცხადებით ეხმაურება ართული ოცნების მიერ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებას. ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლებამ “წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი” მოქალაქეების რეალური პრობლემების გადასაფარად აირჩია და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა შეძლონ თემის დაცვა “პოლიტიკური ჰომოფობიისგან” და ასევე, გააძლიერონ ადამიანების უფლებების დაცვა. გთავაზობთ განცხადებას სრულად: “ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ […]
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 663.7 მლნ დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -30.0 მლრდ აშშ დოლარი (-80.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2023 წლის მშპ-ს -98.3 პროცენტია (მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს ოთხი კვარტალის -98.4 პროცენტი იყო). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 663.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2023 წლის 31 […]
სასწრაფოს 3 თანამშრომელი დააკავეს „ევექსიდან“ ქრთამის აღების ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება 2020-23 წლებში სასწრაფო დახმარების ცენტრისა და „ვიანის“ (ყოფილი „ევექსი ჰოსპიტლები“) თანამშრომლებს შორის უკანონო გარიგებაზე, რომლის საფუძველზეც, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ „ევექსი ჰოსპიტლებისადმი“ დაქვემდებარებულ კლინიკებში. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სუსმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის აწ […]
ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით – ირაკლი კობახიძე

მე ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9063 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9112 ლარს შეადგენდა. […]
რუსული მედია: ტერაქტის გამო, ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს

მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საქმესთან კავშირში მყოფი პირები ტაჯიკეთში დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ დაკავებულია 9 ადამიანი. ამავე მედიასაშუალების ცნობით, დაკავების ოპერაციაში, ტაჯიკ სამართალდამცავებთან ერთად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დაკავებულებს, ტერორიზმთან ერთად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშიც სდებენ ბრალს. […]
ამ ეტაპზე სომხეთის EU-ში გაწევრიანების საკითხი, არ განიხილება – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

27 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე არ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის საკითხს. „ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება. არ მგონია, რომ ეს მოხდეს. სომხეთს განაცხადი არ შეუტანია და ელოდება, რომ გაწევრიანდეს ან მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რომ, როგორც […]
ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა. კაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, ნასვამმა კაცმა ცოლს სამსახურში მიაკითხა, მანქანაში ჩასვა და „ეჭვიანობის მიზეზით“ იძალადა. მოგვიანებით ის ქალს მანქანის დაწვითა და მოკვლით დაემუქრა. იმავე დღეს კაცმა ცოლს „დამშვიდების მიზნით“ ძალდატანებით დაალევინა რამდენიმე აბი წამალი.
მოსკოვთან მოწყობილ სისხლიან თავდასხმასთან დაკავშირებით ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ამ კვირაში ცხრა პირი დააკავა

მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში ტაჯიკეთში ცხრა პირი დააკავეს, იტყობინება 29 მარტს ტაჯიკეთის მედია, რომელიც იმოწმებს წყაროებს ძალოვანი სტრუქტურებიდან. არსებული ცნობით, ისინი 25 მარტს დააკავეს ვაჰთადის რაიონში, დუშანბეში. წყარომ რადიო თავისუფლებას დუშანბედან აცნობა, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმე ახალგაზრდა კაცია. 26 მარტს წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ […]