ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა – ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, განვლილი წლის განმავლობაში უწყების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა […]
ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას – საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა

მინდა მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაუღალავი შრომით მოგვიტანა ეს გამარჯვება. მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, ფეხბურთში უკვე შევასრულეთ და რა თქმა უნდა, დანარჩენი მიმართულებებითაც შევასრულებთ, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებსაც […]
Vian-ი განცხადებას ავრცელებს

სააქციო საზოგადოება „ვიანის“ სუს-ის მიერ გამოვლენილი კორუფციული გარიგების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ: „სააქციო საზოგადოება „ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ვიანის თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. ვიანი […]
Croco Airways-ი ქალაქებში, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს – რა ეღირება სრული ტური?

Croco Airways-ი სამივე ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს პირდაპირ რეისებს შეასრულებს. კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ ტურის სრული ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება. “საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. შესაბამისად, ქართველი ქომაგების ყურადღებაც ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ უფრო გავახაროთ და ევრო 2024-ზე დასასწრები პროცესებიც გავუმარტივოთ, Croco Airways-ი ივნისში საქართველოს […]
სომხური ბანკები რუსულ გადახდის სისტემა “მირს” სანქციების დაცვის მიზნით აღარ გამოიყენებენ

სომხეთის ბანკებმა 29 მარტს განაცხადეს, რომ ისინი რუსული გადახდების სისტემა “მირით” შესრულებული ტრანსაქციების გატარებას შეწყვეტენ. ამის მიზეზი კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო, დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციებია. 2022 წლის სექტემბერში, ამერიკის ხაზინა უცხოურ ბანკებს ე.წ. მეორეული სანქციებით დაემუქრა, თუკი ისინი “მირის” ბარათებს გამოიყენებდნენ. ეს რუსული საბარათო გადახდის სისტემის ნაწილია. სომხეთის ბანკების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქვეყნის […]
ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიციირებული იყო საქართველოს პარლამენტში და ოპოზიციამ რუსული კანონი უწოდა – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში და რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიციირებული იყო საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს […]
„საკურსო ცვლილებების გამო საგარეო ვალი 341.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა“ – საქართველოს მთლიანი ვალი მშპ-ს 79.2%-ია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (65.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2023 წლის მშპ-ს 79.2 პროცენტია. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 800.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 367.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 341.4 მლნ აშშ […]
“მილანს” მამარდაშვილის დამატება სურს – რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი?

“მილანს” გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “როსონერის” ფრანგი მეკარე, მაიკ მენიო დატოვებს. “მაიკ მენიოს “მილანთან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, “როსონერის” არ სურს, რომ მოვლენები დონარუმას სცენარით წარიმართოს და ფრანგი უფასოდ დაკარგოს, ამიტომ მენიოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სულ სხვა მოთხოვნები აქვს, […]
ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს – თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის მამუკა გუგეშაშვილის განცხადებას ახალი პარტიის შექმნის შესახებ. როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ამ პარტიას სათავეში უდგას გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც თავის დროზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „გააოგნა“. „ბატონმა მამუკამ მოგვილოცა ახალი გუნდის დაარსება. სინამდვილეში კი, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. […]
გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას – მე მესმის, რომ ეს თქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ

აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხზე, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთა. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან და განმარტა, რომ საკითხი, რომელსაც დღეს განიხილავენ ურბანულად, სამართლებრივად, სამართლიანობით და მიზანშეწონილობით სწორი და გამართულია. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გარშემო დეტალური განმარტებები არაერთხელ გაკეთდა. „ოპოზიცია […]