მერილენდის შტატს, ქვეყნის მთავრობამ, ჩამონგრეული ხიდის აღსადგენად 60 მილიონი დოლარი გამოუყო

ხუთშაბათს ამერიკის მთავრობამ მერილენდის შტატს პირველადი, სასწრაფო დახმარების სახით, 60 მილიონი დოლარი გადასცა. ეს თანხა, მერილენდის შტატში, ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდის ჩამონგრევის შედეგად, ნამსხვრევებისგან გაწმენდითი სამუშაობეისთვისაა განკუთვნილი. ასევე, ამ დაფინანსებით, დაიწყება ხიდის ეტაპობრივი აღდგენა. ხიდი სამშაბათს ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც მას მასიური სატვირთო გემი შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა ხიდი, ხოლო მასზე მყოფი ავტომობილები […]

უკრაინის ენერგოსექტორი კვლავ რუსული ძალების სამიზნეა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სამიზნე ამჯერად, სამი თბოელექტროსადგური და უკრაინის ყველაზე დიდი ენერგოფირმა DTEK იყო. 29 მარტს, რუსეთის საჰაერო შეტევის გამო, განადგურებულია კომპანიის კუთვნილებაში არსებული შენობები. “ტექნიკა ძლიერ დაზიანდა. შეტევის დასრულების შემდეგ, ენერგოინჟინერებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს დაზიანების გამოსწორება”, – დაწერა DTEK-მ “ტელეგრამზე”. 29 მარტს, უკრაინული ელექტროქსელის ოპერატორმა “უკრენერჰომ” განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა “კიდევ ერთხელ […]

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უარყოფითად იმოქმედებს სომხეთის უსაფრთხოებაზე — რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემა „TASS-თან“ განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი გამოიწვევს რესპუბლიკიდან პერსპექტიული ახალგაზრდების გადინებას და უარყოფითად იმოქმედებს მის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კომენტარი გააკეთა მოხსენებაზე, სახელწოდებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება: მეტი ევროპა სომხეთში, მეტი სომხეთი ევროპაში“, რომელიც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის […]

ერდოანი ხუთი წლის მანძილზე პირველად ეწვევა აშშ-ს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 9 მაისს აშშ-ს ეწვევა, იტყობინება ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დღეს, 29 მარტს. 2019 წლის შემდეგ ეს იქნება ერდოანის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელთანაც კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა. 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, ანკარა ცდილობს პირადი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტთან. Reuters-ის […]

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე ნავების გამოყენება დაშვებული 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იყო, თუმცა მთავრობამ პარლამენტს შესაბამისი ვადის 4 წლით – 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევის ინიციატივით მიმართა. როგორც გარემოს დაცვისა და […]

პრეზიდენტი – უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, თუ ქალაქში 50-ზე მეტი პირი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ, თუმცა გვესმის განცხადებები, რომ „ვერ და არ შეასრულებენ კანონს”, რომ ყველა „პადიეზდში” უბანს ვერ გახსნიან – ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია

კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ – მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ – ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა

საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც. „ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი […]

გიორგი კალანდარიშვილი – საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი

საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც 2024 წლის არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ცესკო მისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს კანონის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, რომელიც ასევე უზრუნველყოფს […]

დავით სიმონიას პარლამენტის კომიტეტში მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამსახურის საქმიანობა მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას სამსახურის მიერ ნაწარმოები საქმეების და გაწეული კონსულტაციების შესახებ, განხორციელებულ პროექტებს და გამოწვევებს, რომელიც პრქტიკული საქმიანობის დროს გამოიკვეთა. […]

ირაკლი ნადირაძე – ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ

ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ, – განაცხადა თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. „ფაქტია, რომ ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის […]