თბილისში, წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონი, სოღანლუღის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ. ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგივანებით წყალმომარაგება შეუწყდა: გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს. გლდანის რაიონი, რამაზ შენგელიას ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/03 11:00-დან 30/03 08:00-საათამდე წყალმომრაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქუჩა […]

სადგურის მოედანთან და “დეზერტირების ბაზართან” ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ მათმა თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. “ტერიტორია შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების […]

პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პერუს პოლიციის ცნობით, პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა 40-მდე ოფიციალურმა პირმა მიიღო და ისინი ბოლუარტეს მიერ არადეკლარირებულ „როლექსის“ საათებს ეძებდნენ. პოლიციამ ჩხრეკა დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი მას შემდეგ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მარტს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 1 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში […]

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შიდა ქართლში შეხვედრები გამართა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს. კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლში, გორში გამართა, სადაც ასევე გაიმართა კომიტეტის სხდომა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენი კომიტეტი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს, სადაც საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ასევე ხდება ანგარიშვალდებული უწყებების […]

მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული ინიციატივის წინააღმდეგ კონსოლიდაციას – KHIDI “ოცნების” ჰომოფობიურ კანონპროექტზე

“გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის” – ასე ეხმაურება კლუბი KHIDI “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობ, რომ ქართველი ხალხი, როგორც ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, ყოველთვის საკადრისად პასუხობს “ხელოვნურად გაჩენილ კრიზისებს”. KHIDI-ში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ. “მაშინ როდესაც ლგბტქ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, […]

,,თექის ნაწარმის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა, მყიდველის უმეტესობა უცხოელია”- თექის მწარმოებელი

ძველი თუშური წესით დამზადებული თექის პროდუქცია რომში იყიდება. იტალიის დედაქალაქში ქართული ნაწარმი 2 თვეში ერთხელ იგზავნება და აქ, გაყიდვების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ქართული თექის პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს ისრაელშიც, სადაც ასევე გადის ექსპორტზე. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თექის მწარმოებელმა მარიამ ფილაურმაგანუცხადა, საექსპორტო ქვეყნებს შორის არის: აშშ, საფრანგეთი და თურქეთიც. „განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა იტალიასთან გვაქვს. დაგვიკავშირდა ქართველი ემიგრანტი […]

მატჩის დღე! ხვიჩას თამაშით არ გარისკავენ, ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა და სხვა ქართველები…

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურ-ემოციურად გადაღლილები არიან, მაგრამ კლუბებს დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ. ისინი კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში უნდა შევიდნენ, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის იდეალურად მოემზადონ. რთულია, პრევიუში თითოეულ მათგანზე დაწერო, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებზე აუცილებლად გეტყვით, შედეგებს კი დაველოდოთ. ყველაზე ადრე დაწყება გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდს” მოუწია, ქართველი კი სათადარიგო იყო. “ნაპოლის” მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასაგებია, მაგრამ […]

სადგურის მოედანთან და „დეზერტირების ბაზართან“ გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს

შაბათს, 30 მარტს, გამთენიისას თბილისის მერიის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მეტროსა და „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს. თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ამ ადგილებიდან „უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს“. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, უწყებამ გარემოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, „უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ“. მერიაში აცხადებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც დახლები დაშალეს: · […]

შენგელია “პანათინაიკოსთან” საუკეთესო იყო და ევროლიგაში 3000-ქულიანი ბარიერიც დაძლია [VIDEO]

ევროლიგის 32-ე ტურის მატჩში, რომელიც ვირტუსმა ბოლონიაში პანათინაიკოსთან გამართა, თორნიკე შენგელიასთვის 2 კარგი და 1 ცუდი რამ მოხდა. ცუდი ის იყო, რომ თორნიკეს გუნდი ბოლო წამზე მიღებული ბურთით 79:81 დამარცხდა, კარგი კი ვირტუსში ქართველი ფორვარდის სტატისტიკური ლიდერობა და ევროლიგის მატჩებში გადალახული 3000-ქულიანი ზღვარი გახლდათ. დიახ, ვირტუსი დასანანად დამარცხდა. შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა შინაურ არენაზე 17-ქულიანი ჩამორჩენა […]