ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯუმათის სატყეო უბანში არსებულ 625 ჰა ფართობზე […]

“ასე ვეღარ გაგრძელდება!” – “ტორპედოს” ფანების განცხადება

გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში “ტორპედო” ბათუმის “დინამოს” ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განცხადება გაავრცელეს. ასე ვეღარ გაგრძელდება!!! როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ […]

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო „სადგურის მოედანთან“ და „დეზერტირების ბაზართან“ გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. „მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი […]

„კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი გარდაცვლილი 35 წლის ეთნიკური სომეხი კარენ ენგიბარიანია, რომელიც ტერაქტის დროს ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა. მან დიდი ოდენობით კვამლი ჩაისუნთქა და სასუნთქი გზები დაიზიანა. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის […]

სადგურის მოედანსა და ე. წ. დეზერტირების ბაზართან გარევაჭრობის უკანონო კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. “მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი […]

ФСБ: სტავროპოლის მხარეში ტერაქტი აღვკვეთეთ

ФСБ-ს ცნობით, სტავროპოლის რეგიონში ტერაქტი აღკვეთეს, რომელსაც “ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სამი მოქალაქე ამზადებდა”. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას ხალხმრავალ ადგილას აპირებდნენ. როგორც ცნობილია, ФСБ-ს თანამშრომლებმა დაკავებული პირების საცხოვრებელში იპოვეს და ამოიღეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ცალკეული კომპონენტები, ქიმიური ნივთიერებები და დესტრუქციული ელემენტები. სადაზვერვო სამსახურის განცხადების მიხედვით, დაკავებული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. […]

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცი ამ დრომდე ვერ იპოვეს

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რთული ხილვადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა განახლდება მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ.

თუკი აშშ-სგან დახმარება არ იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოგვიწევს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, რუსეთთან ომში უკრაინულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ. „თუკი არ იქნა მხარდაჭერა აშშ-სგან, ეს ნიშნავს, რომ არ გვექნება საჰაერო თავდაცვა, არ გვექნება „პატრიოტის“ რაკეტები, არ გვექნება 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები“, – უთხრა მან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს“ (The Washington Post) 29 მარტს. „ეს ნიშნავს, რომ უკან წასვლა, […]

შაბათ-კვირას მოქმედი ვალუტის კურსი – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსით, 4 მარტის ჩათვლით: 1 აშშ დოლარი – 2.6953 ლარი ეღირება; 1 ევრო – 2.9063 ლარი; 1 ფუნტი – 3.4007 ლარი; 1 ლირა კი 0.0833 ლარი ეღირება;