“რასისტი არასდროს ვყოფილვარ, ჟესუსმა არასწორად გაიგო… მათ მე დამამაცირეს” – აჩერბის პირველი კომენტარი სკანდალის შემდეგ

რამდენიმე კვირის წინ “ინტერისა” და “ნაპოლის” მატჩში, ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, იტალიელმა მას “ნიგერი” უწოდა. ამის გამო, აჩერბი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა. ფრანჩესკომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟესუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თავს დამცირებულად გრძნობს. “რასისტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი […]

17 (30) მარტი-ღირსი გაბრიელ მცირეს ხსენების დღეა

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 მარტის ღამეს, რუსებმა დონეცკის ოლქს ოთხი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს. სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა საჰაერო თავდასხმა ხერსონის, ოდესის, დნეპრო

თეთრი სახლი ტერაქტზე რუსეთის გაფრთხილების დეტალებზე საუბრობს

ჩვენ არ ვერჩით რუს ხალხს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ უდანაშაულო რუსი ხალხი ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ამიტომაც შევატყობინეთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის გავაკეთებდით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონ კირბი რუსეთის მიერ ტერორისტულ აქტში […]

კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა

კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ბაუ“-ში განუცხადეს. კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალის გადარჩენა სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. „31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბაუ“-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო […]

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. The Washington Post-ის ცნობით, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს. აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების აღნიშნული პაკეტის გადაცემას […]

დიდი ბრიტანეთის არმიაში წვერის ტარების აკრძალვა გააუქმეს

დიდი ბრიტანეთის არმიამ ჯარისკაცებისთვისა და ოფიცრებისთვის წვერის ტარების აკრძალვა გააუქმა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტი ხანია, რაც მოქმედებს. ამის შესახებ POLITICO მათთვის ხელმისაწვდომ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. სერჟანტ-მაიორ პოლ კარნის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მეფე ჩარლზ III-ის, ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და გაერთიანებული სამეფოს მოკავშირეების თვალსაზრისიც გაითვალისწინეს. “აბსოლუტური უმრავლესობა იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ არმიამ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს და […]

კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მთელი ქვეყანა ხარობს. ამ გზასა და “ერთა ლიგიდან” გასვლის შანსს ორი წლის წინ შევუდექით. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყებით შემდეგ სტატია ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ – “კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს…” – რასაც ახლა უცვლელად გთავაზობთ… საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში (5:2) გამარჯვებით გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ამ ქვეყანაში სტუმრობა, როგორც წესი, უსიამოვნოდ სრულდებოდა […]

5 მარშრუტი, რომელსაც დღეიდან ავტობუსები დაემატება, ხოლო მოცდის ინტერვალი შემცირდება

დღეიდან, დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას […]

„ამ საქმეში ჩემი თავი ვიპოვე“ – როგორია მინიატურებზე და დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებულ ნამშევრებზე მოთხოვნა

თინათინ ხეიძე თვითნასწავლი ხელოვანია, ამ ეტაპზე მინიატურების შექმნით და დეკუპაჟით არის დაკავებული, როგორც თვითონ აღნიშნავს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ცოტა შემოსავალიც აქვს. „ამ ეტაპზე დაკავებული ვარ დეკუპაჟის ტექნიკით და ვაკეთებ მინიატურებს, საქმიანობა 2016 წელს დავიწყე, მანამდე ბევრი რაღაც მოვსინჯე, ქორწილების დიზაინერიც ვიყავი, მაგრამ აქ ჩემი თავი ვიპოვე. ვაკეთებ ინტერიერის დეკორს. ზარდახშებს, საკიდებს, ლანგარებებს, ვმუშაობ […]