ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი პირველი მრჩეველი – „კა-ვე-ენ-ის“ დროინდელი თანაგუნდელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებიდან დაითხოვა თავისი პირველი მრჩეველი, სერჰი შეფირი და მასთან ერთად, რამდენიმე მრჩეველი და რწმუნებული. ამის თაობაზე ბრძანებულებები 29 მარტს გვიან და 30 მარტს გამოქვეყნდა. შეფირი დამაარსებელია “სტუდია კვარტალი-95-ისა“ და თამაშობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (რუს. კა-ვე-ენ-ი) გუნდში „ზაპოროჟიე-კრივოი-როგი-ტრანზიტი“, რომელშიც ასევე გამოდიოდა თვითონ ზელენსკი. შეფირი იყო ასევე პროდიუსერი სერიალისა „ხალხის მსახური,“ რომელშიც […]

მოსამართლეების უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს

მოსამართლეების უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს “უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს […]

მძღოლებს, რომლებმაც ტაქსის ნებართვა “ბასლაინებში” სასიარულოდ აიღეს, ლიცენზიას შეუჩერებენ

მძღოლებს, რომლებმაც თბილისში ტაქსად მუშაობის ნებართვა არა მგზავრთა გადასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის აიღეს, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინ, 29 მარტს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამაც. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფლება მისცა BusLane-ებში იმოძრაონ, გაჩნდა ეჭვები, […]

წელს, Gori Inn-ში დატვირთულობის 90%-მდე ზრდას ელიან – ერეკლე კოკაია

სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ წელს გორში ზამთარი ტურისტულად დაბალ სეზონად ითვლება, სასტუმროს დატვირთულობა 60%-მდე გაიზარდა. ეს კი გასულ გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. შიდა ქართლში მოქმედი სასტუმროს დატვირთულობაზე ერეკლე კოკაიამ BM.GE-სთან ისაუბრა. „ჩვენი დატვირთულობა 60%-მდე ავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს, წინა წელთან შედარებით ძალიან დიდი […]

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დღეს წარდგენილ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის შეფარდება არარელევანტურია. „სააპელაციოში გავასაჩივრებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს, […]

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საჯარო ლექცია წაიკითხა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. „საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, KIU-ს კამპუსი […]

მედია – უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი. აღინიშნება, რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები „მთავრობის გადატვირთვის“ ფარგლებში იგეგმება, რომლებიც თებერვალში არმიაში გადაადგილებებით დაიწყო და შემდეგ მარტში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და […]

31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ამგვარად ორივე ქვეყანაზე შენგენის წესები გავრცელდება, მათ შორის შენგენის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, გაუქმდება შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ ჯერ კიდევ უნდა შეათანხმოს თარიღი, რომლიდანაც გაუქმდება შემოწმება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე. ევროკომისიის განცხადებებით, ის გააგრძელებს ევროკავშირის საბჭოს […]

რაჭაში მესამე მიწისძვრა მოხდა

რაჭაში მესამე მიწისძვრა მოხდა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში, სოფელ ირში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.