გერმანიის ათობით ქალაქში მშვიდობის მხარდამჭერი სააღდგომო მსვლელობები გაიმართა

გერმანიის ათობით ქალაქში მშვიდობის მხარდამჭერი სააღდგომო მსვლელობები გაიმართა. აქციის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, ასევე ღაზის სექტორში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ემხრობიან და მოლაპარაკებების გამართვას უჭერენ მხარს, ასევე კიევისა და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიან და ბირთვულ განიარაღებასა და თავდაცვის ხარჯების შემცირებას ითხოვენ. პოლიციის მონაცემებით, ბერლინში მსვლელობაში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა აქციაზე […]
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საჯარო ლექცია წაიკითხა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, […]
ბაიდენი: არაბული სახელმწიფოები მზად არიან, ისრაელის არსებობა და ლეგიტიმურობა აღიარონ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 28 მარტს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული სახელმწიფოები მზად არიან, სამომავლო შეთანხმებაში ისრაელის არსებობა და ლეგიტიმურობა “სრულად აღიარონ”. ხუთშაბათს ბაიდენმა ნიუ იორკში აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებთან, ბილ კლინტონთან და ბარაკ ობამასთან, ერთად ღონისძიებაზე მისი ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე ისაუბრეს და კრიტიკოსებს უპასუხეს. “მე საუდელებთან და […]
აზერბაიჯანსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იკლებს

აზერბაიჯანსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში დაახლოებით 910 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით ნაკლებია – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია. ორი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის ექსპორტის ღირებულებამ დსთ-ს ქვეყნებში დაახლოებით 223,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნის […]
პარლამენტის პრინციპულობის შემთხვევაში რამდენიმე არასამთავრობოს და უცხოელი მავნებლური ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთაც და აღსრულებაც საპნის ბუშტივით გასკდება
პარლამენტის პრინციპულობის შემთხვევაში რამდენიმე არასამთავრობოს და უცხოელი მავნებლური ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთაც და აღსრულებაც საპნის ბუშტივით გასკდება ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, რატომ ხდება ასეთი შეტევა საქართველოს სასამართლო სისტემაზე. არჩევნებში დამარცხების შემდეგ რადიკალური ჯგუფები მათი უცხოელი პატრონების შეკვეთითა და მხარდამჭერით აუცილებლად შეეცდებიან სიტუაციის არევას-რაშიც მათ სავარაუდოდ დე ფაქტო პრეზიდენტიც დაუჭერს მხარს, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ […]
ახალციხის სომხური თემი აღდგომას აღნიშნავს

საქართველოს სომეხთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო ავრცელებს. „აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ. საზეიმო მსახურებას დაესწრო და […]
მიქაუტაძის “მეცი” უხვგოლიან მატჩში “მონაკოსთან” დამარცხდა

სტუმრებმა პირველ 16 წუთში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში „მეცმა“ კურიოზული გოლი გაუშვა, როდესაც მეკარე ალეკსანდრ ოკიჯამ პარტნიორს ქუსლით პასი გაუკეთა, რომელიც ფოლარინ ბალოგუნმა ჩაჭრა და გაიტანა. მალე მასპინძლებმა ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი, თუმცა ბალოგუნმა ბოლოს დუბლი შეასრულა და „მონაკომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოპოვა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 82-ე […]
Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს

Pink Floyd-ის ალბომის “Dark Side of the Moon” 50 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო £100 000 მოიპოვეს. კონკურსის ფარგლებში სულ 10 გამარჯვებული ანიმაციის ავტორი გამოვლინდა, თუმცა მათგან ჟიურიმ სამი გამოარჩია, რომლებიც, მათი აზრით, განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებდნენ. მე-3 ადგილზე Eclipse-ისთვის მონიკა ფიბიმ £25 000 აიღო. […]
თეთრი სახლი ტერაქტზე რუსეთის გაფრთხილების დეტალებზე საუბრობს

ჩვენ არ ვერჩით რუს ხალხს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ უდანაშაულო რუსი ხალხი ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ამიტომაც შევატყობინეთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის გავაკეთებდით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონ კირბი რუსეთის მიერ ტერორისტულ აქტში […]
დღეს ქალაქ ონთან მესამე მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ონთან თბილისის დროით 18:31 საათზე კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა – მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. ქალაქ ონთან პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 17:44 საათზე მოხდა. ბიძგი მალევე, 17:50 საათზე განმეორდა – მეორე მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.