მედია – უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი.
აღინიშნება, რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები „მთავრობის გადატვირთვის“ ფარგლებში იგეგმება, რომლებიც თებერვალში არმიაში გადაადგილებებით დაიწყო და შემდეგ მარტში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და პრეზიდენტის ოფისში გადაადგილებებით გაგრძელდა.
გამოცემის ცნობით, წინა კვირის ბოლოს, 21-22 მარტს, პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებების შესახებ ყველა გათავისუფლებულ მაღალჩინოსანს შეატყობინა. ზელენსკი თავისი გუნდის ბევრ წევრს შეხვდა და ჰკითხა, თუ როგორი თანამდებობების დაკავება სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია