ემანუელ მაკრონი – ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი […]
რუსეთის სასამართლოებმა წელიწად-ნახევარში 25,8 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმები დააკისრეს “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულებს

რუსეთის სასამართლოებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ე.წ. უცხოეთის აგენტებს დააკისრეს 25,8 მილიონი რუბლის (დაახლოებით 238 000 დოლარი) ოდენობის ჯარიმები, თავიანთ სამუშაოში აუცილებელი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო – სასამართლო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო TASS-ი. ამ მონაცემების თანახმად, 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის შუა პერიოდამდე, საერთო ჯამში დაწესდა 620 ჯარიმა, მათგან 471 დაეკისრა ფიზიკურ პირებს, 67 შემთხვევა კი მიმართულია […]
კვარაცხელიას შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან, მაგრამ ხვიჩა იანვარში „ნაპოლის“ არ დატოვებს – TEAMtalk

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იანვარში „ნაპოლის“ გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმებას მოახერხებს, თავდამსხმელზე დაკვირვებას „ლივერპულიც“ განაგრძობს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა იანვარში „ნაპოლი“ დატოვოს, – ამის შესახებ გამოცემა TEAMtalk-ი წერს. „კვარაცხელია „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ამავე დროს, პრემიერლიგის წამყვანი კლუბების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა მარკუს რაშფორდის ტრანსფერი […]
ნიკა გვარამია – ჩამოსვლა და საუბარი ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს და ბელადს, ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია იქნებოდა შეცდომა – ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას

რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ პია კაუმა რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისას, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებას: „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“. როგორც ნიკა გვარამიამ […]
მახაშვილის აზრით, „ოცნებისთვის“ მიწვევის გაუქმება „პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას“ აზიანებს

“ქართული ოცნების” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პასუხობს პოლონელ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს დელეგაციას COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმეს. „თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას“, — წერს მახაშვილი პოლონეთის სეიმისა და სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს, აგნიეშკა პომასკასა და ტომაშ გროდსკის. ლევან მახაშვილის 6 იანვრით […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8185 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8158 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9152 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.8955 კურსი ლარს შეადგენდა. […]
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ – კარტოფილის ტომარა

საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ გარემარბს დავიდ ნერესს თან აქებს და თან აკრიტიკებს, რომელუ ლუკაკუს შესახებ კი მაღალი აზრის არ არის. „ფიორენტინასთან“ გატანილი გოლის შემდეგ კიდევ მგონია, რომ ნერესი ბენგალური ცეცხლია? დიახ, აბსოლუტურად… ბატარეაა, რომელიც არ ჯდება? ყველა მის დიდ შრომის უნარზე ლაპარაკობს, რაც სწორი არ არის. თუ სამი კვირის წინანდელ მატჩებს გავიხსენებთ, ლუკაკუ კარტოფილის […]
„სავაჭრო ობიექტების გაყიდვები 25%-მდე შემცირდა. ძალიან რთული პირველი კვარტალი გველოდება“ – Gtex

კომპანია Gtex-ის დამფუძნებლის გიორგი ბასილაძის განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ობიექტების გაყიდვები 25%-მდე შემცირდა. როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია. “შემცირებულია მომხმარებლების ნაკადი და არც კარგი მოლოდინები გვაქვს. განსაკუთრებულ რეჟიმზე ვართ გადასულები. ვფიქრობთ, რომ ძალიან რთული პირველი კვარტალი გველოდება. ბაზარზე არსებული ბრენდები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე პროცესებზე. ბაზრიდან გასვლაზე ჯერჯერობით საუბარი […]
„ფართი, სასტუმროს არ ეკუთვნის“ – რესტორნების რუსული ქსელის ქართულ ბაზარზე შემოსვლას „პარაგრაფ თბილისი“ ეხმაურება

„ფართი, სასტუმროს არ ეკუთვნის“ – რესტორნების რუსული ქსელის ქართულ ბაზარზე შემოსვლას „პარაგრაფ თბილისი“ ეხმაურება თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, “სიროვარნიას” ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, სასტუმრო “თბილისი პარაგრაფი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას “პარაგრაფ თბილისის” სასტუმროში რესტორან „Cheesefarm”-ის გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო “პარაგრაფთან”. ფართი, […]
აქციებზე გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტების სამედიცინო დახმარებისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრა ან რაიმე გაუთვალისწინებელი გამოვლინება არ ყოფილა – ჯანდაცვის სამინისტრო

აქციებზე გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტების სამედიცინო დახმარებისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრა ან რაიმე გაუთვალისწინებელი გამოვლინება არ ყოფილა – ჯანდაცვის სამინისტრო აქციების დაშლის დროს ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას, გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან რაიმე გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს პირველ არხს წერილობით […]