ანზორი ვერ ისვენებს – თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა

მოსკოვის „სპარტაკისა“ და სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ადრე ის საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების შეხვედრის გამართვის იდეით გამოვიდა. “ვფიქრობ, თამაში სწორედ თბილისში უნდა ჩატარდეს. იქ მარტში უკვე სითბო იქნება, შესანიშნავი ამინდი. სტადიონზე ბევრი ხალხი მივა. მთავარია, ქართველები მოცემულ მომენტში მატჩის ორგანიზაციას როგორ მოაწყობენ – ხალხისთვის […]
ბლინკენი: ზავი პუტინს დასვენებისა და კვლავ შეტევის საშუალებას მისცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა The New York Times-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად შეეხო უკრაინის ომს და მისი შეჩერების შესაძლებლობას. „ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერმოქმედებისთვის“, თქვა ბლინკენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, ეს პუტინს მისცემს დროს, დასვენებისა და ხელახლა შეიარაღებისთვის, რათა ამის შემდეგ კვლავ შეუტიოს“. […]
არის კონტაქტი და მოსალოდნელია კონტრაქტი – “ლივერპულმა” “ნაპოლის” “კვარას” თაობაზე მიმართა!

ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია. […]
საქართველოდან თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი გაორმაგდა და 11 თვეში $5.6 მლნ შეადგინა

საქართველოდან საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში ადგილობრივი ექსპორტით 5.6 მლნ დოლარის საფრენი აპარატების ნაწილები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, რაც 2-ჯერ მეტია 2023 წლის 11 თვის მაჩვენებელზე. საქართველოში დამზადებული საფრენი აპარატების ნაწილები ძირითადად აშშ-ში გაიყიდა. ოკეანეს გაღმა 4.134 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილების მიწოდება მოხდა. ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორის იყო […]
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები

პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები. მათი თქმით, ეს არის ერთგვარი აქცია-პერფორმანსი იმ „უსამართლო და უგუნური“ კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ. გასული წლის ბოლოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონები, რომლებიც, სხვათა შორის, კრძალავს აქციებზე ნიღბების გამოყენებას. კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარე პროევროული აქციების 39-ე დღეს, ხალხმა ისევ გადაკეტა […]
დააპატიმრეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ტირან ხაჩატრიანი ორი თვით დააპატიმრეს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში 44-დღიანი ომის დროს გამოჩენილი დაუდევრობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ხაჩატრიანს არ შეუქმნია სამეთაურო პუნქტი ჯარების სამხრეთის ჯგუფისთვის, რომელიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა და საომარი მოქმედებების დროს არ განხორციელებულა მთელი რიგი აუცილებელი ზომები. გამომძიებლების თქმით, ამ შეცდომებმა აზერბაიჯანის არმიას […]
“ბარსელონა” “ტოტენჰემის” ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდებას გეგმავს

El Nacional-ის ცნობით, “ბარსელონა” ტოტენჰემის” 32 წლის სამხრეთ კორეელი თავდამსხმელით, სონ ხინ მინით დაინტერესდა. სონ ხინ მინი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და “ბარსელონას” უნდა უფასოდ ჩაიგდოს ხელში. მას ტიტულების მოგება სურს, რისი მიღწევაც ლონდონურ გუნდში რთულია, კატალონიური კლუბი კი მზადაა ახლავე გაუფორმოს წინასწარი კონტრაქტი. ამ სეზონში სონ ხინ მინმა 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა და […]
ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს – ბრიტანული კვლევა

ბრიტანელ მწეველებს შორის ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთი ღერი სიგარეტის მოწევამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ დაახლოებით 20 წუთით შეამციროს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ჟურნალ „Addiction“-ში გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, საიდანაც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გამომდინარეობს დასკვნა, რომ ერთ ღერი სიგარეტის მოწევისას, მამაკაცები სიცოცხლის 17 წუთს, ხოლო ქალები 22 წუთს კარგავენ. „ეს ნიშნავს, რომ თუ […]
ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა რთული საკითხია და ეს მგონია ბიზნესის თავის შეკავების მიზეზი – რატიშვილი

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბევრი ბიზნესი თავს იკავებდეს პლატფორმა Freebusiness-ზე აზრის დაფიქსირებისგან, რისი მიზეზიც, შესაძლოა ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაა, რომელიც რატიშვილის თქმით, ფუნდამენტურად განსახილველი საკითხია. მისი თქმით, მეორე მოთხოვნას რაც შეეხება – აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას, მას ყველა ბიზნესი ხელს მოაწერს. აღსანიშნავია, რომ 2400-ზე მეტი მცირე, […]
5 მეგა პროექტი, რომელმაც 2025 წელს ქალაქები სრულიად უნდა შეცვალოს

2024 წლის მარტში, არქიტექტურის ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – პრიცკერის პრიზი, იაპონელ პიონერ რიკენ იამამოტოს გადაეცა, ხოლო მოგვიანებით მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე ავსტრალიის გარეუბნის პატარა სკოლა საუკეთესო ახალ შენობად დასახელდა. 2025 წელს რამდენიმე ქვეყანაში გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საინჟინრო შედევრების გახსნა იგეგმება, რომლებიც ქალაქებს ძირეულად შეცვლის. წარმოგიდგენთ 2025 წლის 5 მეგა პროექტს: სიდნეის თევზის ახალი ბაზარი […]