,, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში… ერთი, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო…“ – ლაშა ბერულავა

საბერიოს ტრაგედიას, რომელსაც 5 დის სიცოცხლე შეეწირა, ემოციურად ეხმაურება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: ,,ახლა რომ ფიქრობ და აანალიზებ, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში: ბავშვების დედა კლინიკაში იწვა: ბავშვების მამა ცოლის სანახავად იყო წასული; ბავშვებს ეძინათ (ხომ შეიძლებოდა, 4 თვის ჩვილს გაჰღვიძებოდა და ყველანი გაეღვიძებინა ტირილით); ბავშვების ბებიამ იფიქრა, ადრე ავდგები, ღუმელს გავახურებ, ბავშვებს თბილ ოთახს […]

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდსა და თბილისში პატივი მიაგეს საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. პროტესტის 39-ე დღეს მოქალაქეებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს, სიტყვით გამოსვლებისა და მუსიკის გარეშე. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-ფახულანის ე.წ საზღვართან მივიდნენ და სიმბოლურად სანთლები აანთეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, “საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, […]

პოლიციისა და ჯარის ქალაქების აშენება სავარაუდოდ ₾270 მილიონი დაჯდება

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და “ქართული ოცნების” დონორების სამშენებლო კომპანია “ანაგი” ჯარისა და პოლიციის ქალაქებს აშენებს, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან პროექტების ბენეფიციარები და შესაბამისად, მიიღებენ ბინებს. ფლანგვის დეტექტორმა აღნიშნული კითხვებით მიმართა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. თავდაცვის სამინისტროს ჩვენთვის ჯერჯერობით არ უპასუხია და ასევე, არ იძებნება საჯაროდ დადგენილი არც ერთი […]

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია – პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე შსს არ გვიდასტურებს. რადიო თვისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და გააპროტესტეს კანონი, რომლითაც მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა

პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია – პერფორმანსი იმ “უსამართლო და უგუნური” კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი პროტესტს მაინც გააგრძელებენ. აქციის მონაწილეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირს პერიოდულად […]

“ახალი არჩევნები განმუხტავდა სიტუაციას“ – დავით გოგიჩაიშვილი გადაცემა “კაცების“ ფანების მარშს შეუერთდა

ამ წუთებში თბილისში იუმორისტული გადაცემა “კაცების“ ფანების მარში მიმდინარეობს. მსვლელობას შეუერთდა ბიზნეს კონსულტანტი, მარკეტერი დავით გოგიჩაიშვილი. “გადაცემა “კაცების“ ფანების მარშს შემოვუერთდი. რადგან უწყვეტია, ესეიგი მნიშვნელოვანია. ეს ორი მოთხოვნა უპირობოდ უნდა შესრულდეს. ის, რომ ძალიან ცუდია ძალადობა და ზღვარგადასული ამაზე უკვე არ ვლაპარაკობ. ახალი არჩევნები განმუხტავდა სიტუაციას რა თქმა უნდა“, – განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა.

“3-თვიან პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევა. ფულიც გაძვირდება” – კახა ხაზარაძის მოლოდინი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი, რომელიც დეკემბერში დაიწყო, 2025 წლის პირველ სამ თვეში გაღრმავდება და ისეთ თავდაპირველად სექტორებს შეეხება, როგორიცაა უძრავი ქონება და ბანკები, ამას კი ინფლაცია მოჰყვება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ერთი ხელის მოსმით ინგრევა ის, რასაც ბიზნესი 30 წელია აშენებს. ხელახლა […]

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების: “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები პია კაუმას ვიზიტის […]

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს

თბილისის მერი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო

რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო, რომ ცდილობს რამენაირად ჩაშალოს ეუთოს მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ობიექტურ რეალობას ვერსად გაექცევიან სასაცილო, კოლექტიური წერილების ავტორი ნეოტროცკისტები, ანტიქართველი კოლექტიური “ნაცები”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციური პარტიების მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასთვის მიწერილ წერილს. აბაშიძის განცხადებით, საქართველოში რომ დემოკრატიული არჩევნები […]