უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე. კონგრესმენმა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა კაუმასთვის გაგზავნილი, 3 იანვრით დათარიღებული წერილი. ჯო უილსონის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს „ივანიშვილის რეჟიმი” გამოიყენებს ხელისუფლების „ავტორიტარული მიტაცების […]

AirBaltic-მა ზაფხულის სეზონის 19 მარშრუტზე ფრენები გააუქმა

AirBaltic-მა ზაფხულის სეზონის 19 მარშრუტზე ფრენები გააუქმა. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზში წერია, რასაც Baltnews ავრცელებს. „ძრავის მწარმოებლის მიერ ტექნიკური ვალდებულებების თავის დროზე შეუსრულებლობამ AirBaltic-ის Airbus A220-300 ფლოტის მუშაობაზე გავლენა მოახდინა, რამაც ავიაკომპანია აიძულა, ზაფხულის სეზონის განრიგში ცვლილებები შეეტანა,“ – წერია პრესრელიზში. კერძოდ, კომპანია Pratt & Whitney-მა AirBaltic-ს აცნობა, რომ 2025 წელს A220-300-ის ზოგიერთ თვითმფრინავს ძრავის […]

ქართული პრესის მიმოხილვა 06.01.2025

გია ხუხაშვილი – “რუსეთმა მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრულად ოკუპირება და დააწესა მასზე კონტროლი” დავით ზურაბიშვილი – “დასავლეთი “ოცნების” საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს” ვახტანგ ძაბირაძე – “მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“ მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილი ელოდება ტრამპის პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის ჩამოყალიბებას და მისი როლის გარკვევას” * * * გია ხუხაშვილი – […]

„თანხების მოძიება საკმაოდ გართულდა“ – Future Lab-ის დამფუძნებელი (bm.ge)

ვენჩურულ ფონდ Future Lab-ის დამფუძნებლის ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, გლობალური ბაზრიდან, კერძო ინვესტორებიდან თანხების მოზიდვა გაართულა. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ქართული ვენჩურული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, ისინი ახერხებენ ამერიკიდან ფინანსების მოზიდვას და მათ ფონდში დღეისთვის მყოფი 24 სტარტაპის დაფინანსებას. „თანხების მოძიება საკმაოდ გართულდა და ბევრმა […]

ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა. „ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის. დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის. მიუზიკლსა […]

“ძველი სუფრა” მალე ამერიკულ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია “ძველი სუფრა” 2025 წლიდან ამერიკულ ონლაინ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, თეკლა ერქვანიძემ განაცხადა.

ზელენსკი: ლუკაშენკამ ბოდიში მომიხადა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა შემომთავაზა

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მალევე ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული რაკეტებით დარტყმის გამო ბოდიში მოუხადა და პასუხად შესთავაზა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა. ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორ-სამ დღეში ლუკაშენკასთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელსაც 5 იანვარს სამსაათიანი ინტერვიუ მისცა. ზელენსკის თანახმად, ლუკაშენკამ უთხრა, რომ ბელარუსის […]

ჯო უილსონი – მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – წერს […]

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ამინდის შესახებ გაფრთხილება მიიღო ზამთრის ძლიერ შტორმის გამო, რომელმაც, შეიძლება, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი თოვლი და ყველაზე ცივი ტემპერატურა გამოიწვიოს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შტორმ „ბლერის“ გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, გზები ჩაიკეტა და სკოლები დაიხურა. ვებგვერდ FlightAware-ს მიხედვით, შეერთებულ შტატებსა და მის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეგვიძლია

უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან […]