საია: პარლამენტი ვერ ცნობს უფლებამოსილებას, სანამ საკონსტიტუციოში დავა არ დასრულდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში. ორგანიზაცია ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაზე განმარტებას ავრცელებს: “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის […]

განათლების მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს ოთხი ახალი მოადგილე, ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე, გიორგი ჯინჭარაძე და ანა მღებრიშვილი ჰყავს. განათლების მინისტრის ერთ-ერთი ახალი მოადგილე ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ამას გარდა, კვიციანი რუსული კანონის, ოფშორების კანონის, ასევე, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერია. ახლად დანიშნული მინისტრის […]

დავით ნარმანია – სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებებისა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის განვითარების კუთხით, სემეკის მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ მექანიზმებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, 20-22 ნოემბერს, […]

Reuters – ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვას. კითხვაზე, რას შეიძლება დათანხმდეს […]

ირაკლი კირცხალია – ერთწინადადებიანი ანეკდოტია – სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა! – ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე

ერთწინადადებიანი ანეკდოტი ჟღერს ასე: – სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა! – თავად ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალიას მტკიცებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ვერავითარი შედეგი ვერ დადგება და ვერც ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას შეეშლება ხელი. „ვითომ კონსტიტუციონალისტების უტიფარი […]

ბერდია სიჭინავა – არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით – უწყვეტ პროტესტში ვართ, თუმცა კამერებში არ ვკეკლუცობთ

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს. სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ […]

ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მანამდე კი, ბაია კვიციანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, კერძოდ კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე იყო ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს […]

ლევან ბეჟაშვილი – კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება არჩევნების კონსტიტუციურობა და ამ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს. „კონსტიტუციის […]

ბათუმში დოკუმენტური ფილმის და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენება გაიმართება

InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა 22-24 ნოემბერს ბათუმში დოკუმენტური ფილმის და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას აწყობს. InForm თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებთან. შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული სახელოვნებო სივრცე […]

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები სამი თვის პერიოდში ჩატარდება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, სახალხო კრებამ ახალი არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის გადადგომის დღიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება კენჭისყრას, უნდა ჩატარდეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან სამი თვის განმავლობაში. დე ფაქტო რესპუბლიკის კომისიაში აღნიშნეს, რომ ვადამდელი გადადგომის გარეშე, ბჟანიას “საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვის გამო, სახელმწიფოს […]