,,როგორი იმედი მქონდა, კიდევ ათი დღე რომ გაგრძელებულიყო ჭავჭავაძე-კეკელიძის პარალიზება…” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,როგორი იმედი მქონდა, კიდევ ათი დღე რომ გაგრძელებულიყო ჭავჭავაძე-კეკელიძის პარალიზება, ქოცებს თუ ვერ გავყრიდით ერთი სიკეთე მაინც ექნებოდა ამ აქციებს – ისეთი სიწყნარე იყო ვაკეში, აქ მალე დაბრუნდებოდნენ ჩიტები, ციყვები, კურდღლები, მგლები და წყნეთში გადახვეწილი ძირძველი ვაკელები.”

კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სასამართლო კი არა, ბიძინას კანტორაა – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს: ,,დამირეკა ადვოკატმა – გემახსოვრებათ ჩემი ცემის საქმე, რაზეც სასამართლომ დამაჯარიმა 2000 ლარით. გადაწყვეტილება ამ ჯარიმასთან დაკავშირებით ფოსტით ფაქტობრივ მისამართზე გამოაგზავნეს – ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, კოდირებულ კარებს მოადგნენ და არც უცდიათ დაკავშირება. არ მოიძებნაო ქაცარავაო. მეორე მისამართზეც გააკეთეს ჩანაწერი – იურიდიულზე, სადაც ჩაწერილი ვარ – ის მისამართი უბრალოდ […]

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, საჰაერო საფრთხის გამო კიევში საელჩოები ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმაც დახურეს

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, საჰაერო საფრთხის გამო კიევში საელჩოები ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმაც დროებით დახურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, “უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო” დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება. ესპანეთის საელჩომ უკრაინაში მცხოვრებ ესპანეთის მოქალაქეებს აცნობა, რომ „უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ […]

დიმიტრი პესკოვი – კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის

კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კრემლის პრესსპიკერი, სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, მაგრამ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს. „კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის. მნიშვნელოვანია ჩვენს […]

საია – საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია განმარტავს წესს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა. „ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ […]

წყლის მილის დაზიანების გამო, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა – განცხადება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდ დარბაზში წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა: ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება. დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა ,,ქეთო და […]

„ველოდებით, რომ ბიტკოინი 100 000-მდე ღირებულებას მიაღწევს და ოქროც ნელ-ნელა დაუბრუნდება 2900-იან ნიშნულს” – ეკონომისტი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. გალტ & თაგარტის ანგარიშის მიხედვით, ოქროს ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – ერთ უნციაზე თითქმის $2,790-ს მიაღწია. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ამჯერად მატება ცენტრალური ბანკების ნაცვლად საცალო და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების დამსახურება იყო. ეკონომისტ ნიკა შენგელიას თქმით, ოქროზე, ისე როგორც ყველა ღირებულ აქტივზე ფასის ზრდა […]

comcom სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვაზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას “ტრი მედია ინტელიჯენსთან” ითხოვს

კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს. მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა და შესყიდვის ღირებულება 99 000 ლარია.

არჩევნების შედეგები საკონსტიტუციოში 34 დეპუტატმაც გაასაჩივრა

საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გაასაჩივრა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. „კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ […]

ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებად ასევე დაინიშნნენ ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე. ბაია კვიციანი დეპუტატი 2021 წელს, ადგილმონაცვლეობის პრინციპით გახდა, მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და პარლამენტი დატოვა. მანამდე ბაია კვიციანი იყო დედის, […]