ცხინვალი კვლავ საუბრობს წნელისში ქართული მხარის პოსტის მოხსნის საჭიროებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დე ფაჭტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, სოფელ წნელისის ტერიტორიიდან “ქართული პოლიციის უკანონო პოსტის გაუქმების საკითხი კვლავ დაისვა.” “ეს საკითხი ყოველ ჯერზე დგება დღის წესრიგში, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს. ამჟამად სიტუაცია […]
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები სამი თვის პერიოდში ჩატარდება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, სახალხო კრებამ ახალი არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის გადადგომის დღიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება კენჭისყრას, უნდა ჩატარდეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან სამი თვის განმავლობაში. დე ფაქტო რესპუბლიკის კომისიაში აღნიშნეს, რომ ვადამდელი გადადგომის გარეშე, ბჟანიას “საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვის გამო, სახელმწიფოს […]
დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა. დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ მექანიზმებზე მომხმარებელთა უფლებებისა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის განვითარების კუთხით. 20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული […]
Stellantis-მა ელექტრო პიკაპის, Ram–ის გაყიდვების დაწყება გადადო

ევროპულ ჯგუფი Stellantis–ს ელექტრო პიკაპის Ram–ის გაყიდვების დაწყება 2024 წლიდან 2025 წლის პირველ ნახევრამდე გადააქვს და აგრძელებს ავტომობილის ტესტირებას – ამის შესახებ CNBC – ი იუწყება. კომპანიის ხელმძღვანელმა კარლოს ტავარესმა უარი თქვა გადადების შესახებ ზუსტი მიზეზების გამჟღავნებაზე. „ჩვენ უბრალოდ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ვცდილობთ შევამოწმოთ პროდუქცია ძალიან საფუძვლიანად, ამიტომ არ ვჩქარობთ“, – განუცხადა […]
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.
470-ზე მეტი პროფესორ მასწავლებელი პროტესტს უერთდება და 19:00 საათზე თსუ-სთან აქციას აანონსებს

დღეს, 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან. ისინი აპროტესტებენ საუნივერსიტეტო სივრცეების პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით კი შსს-ს დანაყოფების მიერ თსუ-ს ეზოს გამოყენებას. გარდა ამისა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ უნივერსიტეტის წინ – თბილისში და უნივერსიტეტის შენობაში – ბათუმში. პროფესორ-მასწავლებლებს შეუერთდებიან სტუდენტები და […]
გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ირაკლი ლექვინაძე – საერთაშორისო კონფერენცია აძლიერებს საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის ეფექტურობას

20 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით თბილისში უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე დელეგაციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი […]
„პეტრა ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„პეტრა ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია პრემიული კურორტების მშენებლობაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წვერი გახდა. ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, კომპანია ქმნის როგორც საზღვაო, ისე – სამთო კურორტებს, რომელთაგან თითოეული სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონეა. ჯგუფის პირველი პროექტი – პეტრა სი რიზორტი – ნათლად ასახავს, რომ ჯგუფის მთავარი ორიენტირი არის ხარისხი და ინოვაცია – ბრენდული სასტუმროებითა […]
თეირანის ცნობით, გაშიშვლების შემდეგ დაკავებული ქალი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. „იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, იგი ოჯახს გადასცეს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულია“, — განაცხადა ირანის იუსტიციის სამსახურის პრესპიკერმა. აჰუ დერიაის დაკავების ვიდეო თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და იტყობინებოდა, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა […]