პრემიუმ ბრენდების საავტომობილო ფილტრები „თეგეტა მოტორსში“

ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფილტრი იყოს მაღალი ხარისხის, რათა სრულყოფილად შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ზეთის ფილტრი, რომელიც ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება. რაც უნდა კარგი ხარისხის ზეთი ჩავასხათ ავტომობილში, უხარისხო ფილტრმა შესაძლოა, ძრავის დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ […]
მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება მონაკოს ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართულ საკალათბურთო ისტორიაში, როცა ქართველი მწვრთნელი ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთს ფედერაცია ავრცელებს.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის მიერ მთავრობის სხდომის ფორმატში გაცემული დავალებების თანახმად, სამინისტროს წარმომადგენლებმა, […]
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეოთხედ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას […]
სასამართლომ გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, ცესკო-ში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. „ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თხინვალაში, ზემო ლისზე, მსხალდიდში, თელეების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7397 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8942 ლარს შეადგენდა. […]
დიმიტრი პესკოვი – ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია

ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულების გაგრძელება საკმაოდ აბსურდულია. ეს სასაცილოა, ბალტიის ზღვაში უკრაინის დევერსიულ აქტებზე რეაქციის არარსებობის ფონზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებს ვგულისხმობ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, ორშაბათს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი […]
მარნეულში „შოთაობა 2024“ აღინიშნა

მარნეულში „შოთაობა 2024“ აღინიშნა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ყვავილებით შეამკეს დიდი ქართველი პოეტის ძეგლი. „ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის ეზოში თემატური გამოფენა გაიმართა. ქ. მარნეულის მე-6 საჯარო სკოლამ კი კოსტიუმირებული პერფორმანსი წარადგინა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის” გმირებს აცოცხლებდა. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. […]