კიევში აშშ-ისა და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს საელჩოები დროებით დახურულია

კიევში ამერიკისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა განაცხადეს, რომ ისინი ოთხშაბათსაც დახურულები იქნებიან, უსაფრთხოების მიზეზების გამო. ამერიკის დიპლომატიური მისიის თქმით, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის შესაძლო სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს. ეს პრევენციული ნაბიჯი დასავლეთის ქვეყნებმა მას შემდეგ გადადგეს, რაც რუსმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ პასუხს გასცემდნენ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას “ATACMS”-ებთან დაკავშირებით: მედიაში გავრცელებული […]
18-19 ნოემბრის აქციებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, სხვადასხვა არხის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს: „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს”. „მთავარი არხის” ოპერატორმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა. […]
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ამაღამ მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 21 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
საია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

საია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს: „საია აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. საია ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო […]
კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით ცეკვავამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ცესკოს წევრი 500 ლარით დააჯარიმა: „სასამართლო სხდომაზცე ცესკოს სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო […]
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან

“გლობოს” ცნობით, “რეალის” გარემარბი ვინისიუსი წარმოშობით კამერუნიდან ყოფილა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ურუგვაისთან მატჩამდე (1:1) დნმ-ის ტესტის ჩაბარების შედეგად შეიტყო. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია ეროვნული გუნდის წევრებმა თავიანთი წარმომავლობა დაადგინონ. ამაში დახმარება კომპანია AfricanAncestry.com-მა გაუწია, რომელიც გენეტიკური ტესტების ჩაბარებითაა დაკავებული. გაირკვა, რომ ვინისიუსის წინაპრები კამერუნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ტიკარის (ტუმუს) ტომს განეკუთვნებოდნენ. მას […]
პრეზიდენტი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მათი ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის […]
ანა დოლიძე – თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თსუ-ში სტუდენტებთან არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. დოლიძის განცხადებით, ის უნივერსიტეტთან სტუდენტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მივიდა. მისი თქმით, „თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული“. „უპირველესად, სოლიდარობა აქ მყოფ სტუდენტებს! რა თქმა უნდს, ჩვენ აქ სოლიდარობის გამოსახატავად მოვედით. ამის საშუალება გვაქვს ამ წუთას, მაგრამ მართლა ისეთი […]
სახელმწიფო დუმამ მოიწონა “უცხოეთის აგენტებისთვის” ჰონორარებზე წვდომის აკრძალვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტებს ფაქტობრივად ართმევს ჰონორარის მიღების შესაძლებლობას. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. კანონის თანახმად, „უცხოეთის აგენტები“ სახსრების მართვას მხოლოდ ამ სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ. მათ ასევე მოეთხოვებათ რუბლის სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება. თუ ამას თავად „უცხოეთის აგენტები“ არ გააკეთებენ, მაშინ ეს უნდა […]
საქართველო ინგლისური ენის ცოდნით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს – რეიტინგი

ინგლისური ენის ცოდნის ყოველწლიური ინდექსის (English Proficiency Index) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 116 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზე, ხოლო ევროპის 35 ქვეყნის ჩამონათვალში 24-ე პოზიციაზეა. რეიტინგი 116 ქვეყნის 2,1 მილიონი ზრდასრული ადამიანის შედეგებს ეფუძნება, რომლებმაც ინგლისურ ენაში სტანდარტული EF-ტესტები ჩააბარეს. თითოეულ ქვეყანას რეიტინგი შესაძლო 800 ქულიდან მიენიჭა. საქართველომ, მსოფლიოს 477-ქულიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 543 ქულა დააგროვა და […]