საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის […]

თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას

თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას „[პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის პროცესი] ვერ შეფერხდება [საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომელიც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერებას ასაჩივრებს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, […]

ლოიდ ოსტინი: უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა რუსეთის ახალი ტაქტიკითაა ნაკარნახევი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მიაწოდოს, ნაკარნახევია ფრონტზე რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკით. „ისინი აღარ უტევენ მექანიზებული ძალებით. ისინი მოქმედებენ ქვეითთა დახმარებით, რომელთაც შეუძლიათ წინ წაიწიონ და გზა გაუკვალონ მექანიზებულ ჯარებს,“ უთხრა ოსტინმა ჟურნალისტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიწონა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება, განუცხადა BBC-ს წყარომ პენტაგონში. მის […]

ციხანოუსკაია ბელარუსში დემონსტრაციების საწინააღმდეგო წვრთნებს გმობს

ბელარუსის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია გმობს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების დაშლის სასწავლო წვრთნების გამართვას. ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომელში გამარჯვებულადაც დიდი ალბათობით კვლავ – მეშვიდეჯერ ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდება. ციხანუსკაიამ, რომელიც 2020 წელს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მისი ქმარი დააპატიმრეს, ახლა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ბელარუსში ადამიანის უფლებების […]

ევროპაში შესაძლოა მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა ამოქმედდეს

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება. მაგალითად, ბილეთების დაჯავშნის საიტები, როგორიცაა Rail Europe და Omio, უკვე გვთავაზობენ სარკინიგზო მგზავრობას საერთაშორისო საზღვრებს შორის, თუმცა ცალკე დაჯავშნა მაინც საჭიროა მოგზაურობის თითოეული ნაწილისთვის. ერთიანი ბილეთების სისტემის დანერგვის წინადადება წამოაყენა ევროკავშირის ახალმა კომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა. მან ასევე […]

აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა თსუ-ს ეზოში ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც 450-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, ლექტორი თუ დოქტორანტი აწერს ხელს. ერთობლივი განცხადება საუნივერსიტეტო სივრცის, აკადემიური თავისუფლების დასაცავად არის შედგენილი. განცხადებაზე ხელმომწერები აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის და შსს-ს დანაყოფების მიერ გამოყენებას და გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. ტექსტი […]

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ლევან დავითაშვილის აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მას, ასევე, დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, ისე, თანამშრომლობაზე რეგიონული […]

მე როგორც გამოცდილმა აქტივისტმა, რომელიც ბევრჯერ ვყოფილვარ გადამწვარი, ვიცი, რომ ასეთ დროს, ჩემ შეგრძნებებს არ უნდა ვენდო – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,როცა ადამიანი გადაღლილია, უძინარია, გადამწვარია, მას ბიოლოგიურად ეცლება ჰორმონები – გახსოვდეთ! სხეულისთვის უკიდურესი სტრესია უძილობა და გადაქანცვა. ამ დროს ადამიანს აღარ შეუძლია თმენა, აქვს უბედურების და სასოწარკვეთის განცდა – ასეთია ჩვენი სხეული. მე როგორც გამოცდილმა აქტივისტმა, რომელიც ბევრჯერ ვყოფილვარ გადამწვარი, ვიცი, რომ ასეთ დროს, ჩემ შეგრძნებებს არ უნდა ვენდო; ვიცი, რომ როცა […]

თსუ-ს სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშიამ მათ შეხვედრა შესთავაზა

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, რექტორმა ჯაბა სამუშიამ, – რომლის გადადგომასაც ისინი ითხოვენ, – მათ შეხვედრა შესთავაზა. სტუდენტები ხაზს უსვამენ, რომ სამუშია პასუხისმგებელია სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე, ტერიტორიაზე სამართალდამცავების შეშვებასა და ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს […]

“ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის ნებას, დაიცვან ევროპული კურსი” – პროფესორ-მასწავლებლები

აკადემიური სფეროს 600-ზე მეტი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. მათ განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან წაიკითხეს. მათი თქმით, იდგებიან იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. განცხადება: “ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას […]