შეჩერდი, წამო, გორგიაში შავი პარასკევი დაიწყო

გორგიაში შავი პარასკევი დაიწყო. 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ჰიპერმარკეტში მისულ მომხმარებლებს 77%- მდე ფასდაკლება დახვდებათ. აქცია მოქმედებს ისეთ კატეგორიებზე, როგორებიცაა: გათბობა/გაგრილება, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო, ფილები, ავეჯი, კარი, იატაკი, ბაღი, განათება, ხელსაწყოები. გორგიაში ჩემოდანი 25 ლარად დაგხვდებათ. ბუდე საქანელას 169 ლარად შეიძენთ. ტაფები 7.90 ლარიდან. აქციის ფარგლებში 3 საფეხურიან მეტალის კიბეს 33 ლარად, ხოლო 5 საფეხურიანს […]

ასლან ბჟანია – ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს აფხაზეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია

აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა განაცხადა. „არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე“, – აღნიშნა ბჟანიამ. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც […]

აშშ-ის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

კიევში მუშაობა განაახლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დახურეს შესაძლო მასშტაბური საჰაერო შეტევის გამო. 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერეს იტალიის, ესპანეთის და საბერძნეთის საელჩოებმაც. აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მუშაობის რეჟიმი დროებით შეცვალეს სავარაუდო საჰაერო შეტევასთან დაკავშირებული ცნობების გამო, თუმცა, უკვე ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს მიმართავს, […]

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც გუშინ დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა, – ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „კიევში აშშ-ის საელჩომ დროებით შეცვალა ოპერაციები 20 ნოემბერს, პოტენციური გარდაუვალი საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო განგაშთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვნენ და მითითების […]

მეთიუ მილერი – გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას

გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად ვერასდროს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას : მზად არის თუ არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის ნაწილის დასათმობად. „არ შეგვიძლია იურიდიულად ვაღიაროთ უკრაინის რომელიმე ოკუპირებული ტერიტორია, როგორც რუსული. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც პუტინმა 2014 […]

შენგელიამ “ვირტუსს” “ფენერბაჰჩესთან” ულიდერა და ფინეთში გამოფრინდა

თორნიკე შენგელია პატრიოტი და პროფესიონალი სპორტსმენის ცოცხალი მაგალითია. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ესპოოში ფინეთთან მატჩის გენერალური ვარჯიში რომ დაასრულა, სწორედ მაშინ დაიწყო ესპოოდან 2488 კილომეტრში ევროლიგის მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც თორნიკე შენგელიამ 33 წუთზე მეტი ითამაშა, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და ისე, რომ არც დაუსვენია, პირდაპირ აეროპორტისკენ გაემგზავრა. ბოლონიის აეროპორტში მას თვითმფრინავი დახვდა, რომელმაც […]

რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან

უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს 2022 წლიდან აკრძალული აქვთ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება და მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც არ დაუშვეს. რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რუსეთის ეროვნული გუნდის ევრო 2028-ის შესარჩევ ციკლში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ, რისი მიღწევაც […]

თავდაცვის სამინისტრო დასავლური დახმარების გარეშე რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეზღუდა გერმანიამ. ბერლინი თბილისს უსაფრთხოების განმტკიცებაში, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდან ეხმარებოდა. ჩვენ მივდივართ არა წინ, არამედ უკან, ანუ ჩვენ არ გვეყოლება მომზადებული კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფები. ჩვენ არ გვექნება საშუალება ნორმალური სამხედრო სწავლება ჩავატაროთ. გოჩა ვეტრიაკოვი, საქართველოს სამხედო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი […]

იამალი “სელტასთან” ვერ ითამაშებს

As-ის ცნობით, “ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველს, ლამინ იამალს აღდგენისთვის ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდება. იამალი 6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში დაშავდა და როგორც იტყობინებოდნენ, 2-3 კვირა გაუცდებოდა, მაგრამ შაბათს მისი “სელტასთან” თამაში გამორიცხულია, რადგან კოჭ-წვივი ჯერ კიდევ სტკივა. “ბარსა” მის დაბრუნებას 26 ნოემბერს “ბრესტთან” მატჩში ან 30 ნოემბერს “ლას-პალმასთან” შეხვედრაში იმედოვნებს.