– ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად ვერასდროს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას : მზად არის თუ არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის ნაწილის დასათმობად.
„არ შეგვიძლია იურიდიულად ვაღიაროთ უკრაინის რომელიმე ოკუპირებული ტერიტორია, როგორც რუსული. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც პუტინმა 2014 წლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე განახორციელა. ჩვენ ამას იურიდიულად არ ვაღიარებთ, ჩვენ ამას არ ვღებულბთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადაა, დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.
„მზად ვართ, დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ . ვერ დავკარგავთ ათობით ათას ჩვენს ადამიანს, რომ ყირიმის დაბრუნების გამო დაიღუპონ. გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება