დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, “ქართული ოცნების” გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფისში, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 11 საათზე დაიწყება. კონკრეტულად რა თემები განიხილება შეხვედრაზე – ამ დროისთვის, არ სახელდება. დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი

ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს აშშ-ს უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე, რითაც კიდევ ერთხელ განახლდა მისი მაქსიმუმი და მიუახლოვდა 98 000 დოლარიან ნიშნულს. ბიტკოინის ღირებულების ზრდა, ჩრდილოეთ ამერიკელი ტრეიდერების მხრიდან კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. დღეს, 9:00 საათისთვის ბიტკოინი 97,083 დოლარად ივაჭრებოდა. ამ დროისთვის მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია და ის იკავებს მთელი კრიპტო […]
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ზონაში განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. უეფა-ს წევრი 54 ნაკრები 10-ის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, 12 ჯგუფში გადანაწილდება. 6 ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება, ხოლო 6 – 4-გუნდიანში. საკვალიფიკაციო ეტაპს 5-გუნდიან ჯგუფში მოხვედრილები 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო 4-გუნდიანში მყოფები – სექტემბერში. ასპარეზობა ნოემბერში დასრულდება. შესარჩევი რაუნდის 12 ჯგუფის გამარჯვებული […]
ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის – COP29 ფორუმზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ვიმსჯელეთ ურბანული განახლების, ინფრასტრუქტურის განვითარების და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაბალანსებულ მიდგომებზე. „გავუზიარეთ კოლეგებს ინფორმაცია ჩვენს წარმატებულ პრაქტიკებზე, იმ მასშტაბურ პროექტებზე, სადაც […]
ევროკავშირთან ექსპორტი 9 თვეში $390 მლნ-ით შემცირდა და კიდევ შეიძლება შემცირდეს – ზვიად ჭუმბურიძე

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფითად უკვე აისახა. ბოლო 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი 31%-ით არის შემცირებული, რაც თანხაში 390 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს. ,,როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები და ვითარება შენს პარტნიორებთან გეძაბება, რა თქმა უნდა ძალიან მოკლე პერიოდში ეს აისახება ეკონომიკაზე. ჩვენი […]
ყოველ ზამთარს ვიხურებით, ახალი სეზონის დასაწყებად კი წინა წლის შემოსავლის 10%-ია საჭირო – „პანორამა უშბა“

მესტიაში, სოფელ ბეჩოში მდებარე საოჯახო სასტუმრო “პანორამა უშბა” მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ფუნქციონირებს. როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელმა ანა ლაფანაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ამის მიზეზი ზამთრის კურორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობაა, რის გამოც აღნიშნულ სოფელს დამსვენებლები ნაკლებად სტუმრობენ. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ხელახალი ამუშავება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. “ყოველთვის გათვლილი გვაქვს ხოლმე სასტუმროს ხელახალი გახსნის ხარჯი, რაც დაახლოებით, წინა წლის […]
„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს მომხმარებელს

“ვენდისი“ მსოფლიოში მცენარეული ხორცის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან – Beyond Meat – თან ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე საქართველოში პირველად Beyond Meat-ის მცენარეული ხორცით დამზადებულ ბურგერს შესთავაზებს სტუმრებს. 23 ნოემბრიდან Beyond Meat -ის მცენარეული ხორცით დამზადებული Wendy’s Plant Burger -ი „ვენდისის“ 19-ივე რესტორანში იქნება ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. Wendy’s Plant Burger-ის მცენარეული ხორცი არ შეიცავს ქოლესტერინს, სოიოს […]
რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ – სად ვართ ობიექტურად…

…როცა ამა თუ იმ მოლოდინს დაისახავ, შემდეგ ის თუ არ გამოვა, მელანქოლიას იწვევს, შესაძლოა, დეპრესიამდეც კი მიხვიდე. საქართველოს ნაკრებმა “ერთა ლიგის” B დივიზიონი ისე დაიწყო, თითქოს ვიფიქრეთ, ჩვენი ადგილი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი არ გამოდგა, გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხს გადაჩვეულმა ფეხბურთელებმა კი ემოციებს ვერ აჯობეს. ყველა სფეროში ადამიანებს საკუთარი მინიმალური და […]
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა […]
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, […]