„საქართველოში უძრავი ქონების სექტორში უკუგება არის 10,5%, რაც მაღალი მაჩვენებელია“ – ვაჟა მებაღიშვილი

„საქართველოში უძრავი ქონების სექტორში 10,5% არის უკუგება და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის, რომ ჩამოვყვეთ მაგალითად ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი“, – ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების სექტორში ფასები თბილისზე გაცილებით მაღალია ერევანში, რასაც ბაზარზე ნაკლები მიწოდება განაპირობებს. თუმცა, […]

„სახელფასო მოლოდინი ყოველთვის მაღალია, კომპანიების შეთავაზება კი შედარებით დაბალი“ – HR hub-ის დამფუძნებელი

შრომის ანაზღაურება მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაციაა სამსახურის მაძიებლისთვის, როდესაც ის გამოცხადებული ვაკანსიებიდან სასურველს არჩევს. კომპანიები ხშირად განცხადებაში სახელფასო რეინჯს არ წერენ და უთითებენ, რომ ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად განისაზღვრება, რაც სამსახურის მაძიებლებში უკმაყოფილებას იწვევს. გასაუბრებაზე მისულებს კომპანიები მათ სასურველზე დაბალ ანაზღაურებას სთავაზობენ. HR hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სასურველია გამოცხადებულ ვაკანსიებში ხელფასისა […]

“დღეს მივდივარ ბუკინგემის სასახლეში მეფესთან და სამეფო ოჯახთან მიღებაზე” – რა ვიდეოს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი – Marao

“დღეს მივდივარ ბუკინგემის სასახლეში მეფესთან და სამეფო ოჯახთან მიღებაზე. უცნაურია, მაგრამ დაკვირვებული ვარ, ყოველთვის რაღაც ხდება, როცა მნიშვნელოვანი დღე გაქვს… ტაქსი არ მოვიდა, ავტობუსმა ჩამომსვა, გზა გადაკეტილია” – წერს ლელა მებურიშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: · ელეგანტური და დახვეწილი წყვილი – ლელა მებურიშვილის კადრები ლონდონიდან მეუღლესთან ერთად · “დახვეწილი და ელეგანტური” – ლელა მებურიშვილის […]

აშშ უკრაინას გადასცემს კიდევ 275 მილიონი დოლარის იარაღს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალები, 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობები, საბრძოლო მასალები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის […]

როგორი ამინდი იქნება 21 ნოემბერს – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ნოემბერს ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +10, +15°; მაღალმთაში +8, +13°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +12, +17°; მთაში 10, +15°; მაღალმთაში +5, +10°. თბილისში უმალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურს […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 21 ნოემბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 21 ნოემბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.7484; · 1 ევრო – 2.8998; · 1 ფუნტი – 3.4789; · 1 ლირა კი 0.0797 ლარი ეღირება.

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში, სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს” მითითებით, ელექტროენერგია გამოირთო. ამასთან, რუსები თავს დაესხნენ დნიპროს. ამჟამად ცნობილია, რომ ქალაქში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა და ორი ხანძარი გაჩნდა. „დღეს დილიდან აგრესორმა […]

კათოლიკური და სომხური თემები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კათოლიკური და სომხური თემები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. მათივე ცნობით, დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებისა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა […]

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი – ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა. „ომის დამთავრების გარეშე პატიმრების (მძევლების) გაცვლა არ მოხდება. თუ აგრესია არ დასრულდება, რატომ უნდა დააბრუნოს პატიმრები (მძევლები) წინააღმდეგობამ, კერძოდ „ჰამასმა“? როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა კოზირი დაკარგოს, რომელსაც იგი ფლობს, როდესაც ომი გრძელდება?“ – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ. მისივე თქმით, […]

დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, “ქართული ოცნების” გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფისში, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 11 საათზე დაიწყება. კონკრეტულად რა თემები განიხილება შეხვედრაზე – ამ დროისთვის, არ სახელდება. დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.