„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი – ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.
„ომის დამთავრების გარეშე პატიმრების (მძევლების) გაცვლა არ მოხდება. თუ აგრესია არ დასრულდება, რატომ უნდა დააბრუნოს პატიმრები (მძევლები) წინააღმდეგობამ, კერძოდ „ჰამასმა“? როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა კოზირი დაკარგოს, რომელსაც იგი ფლობს, როდესაც ომი გრძელდება?“ – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.
მისივე თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ქვეყანასთან და შუამავლებთან კონტაქტები არსებობს.
„რეალობა ადასტურებს, რომ ის, ვინც მოლაპარაკებებს ძირს უთხრის, ნეთანიაჰუა“, – აღნიშნა „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო