სალომე ზურაბიშვილი – ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს. „გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, სალომე […]
სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს და მარტა კოსს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. „გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალი, საქართველოს ძვირფასი მეგობარი და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. „ვულოცავ კაია კალასს […]
დავით კირთაძეს, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს – კირთაძე ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს

ცესკოში პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელმაც 16 ნოემბრის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს – კირთაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. კირთაძის დაჯარიმება […]
დავით ნარმანია – ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ, 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ნარმანიამ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა დადებითად შეაფასა. „დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში […]
მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „მხარეებმა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი […]
ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. როგორც ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, მასთან გამოძიებას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით აქვს კითხვები. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო. რა მოხდა: „იმედის“ […]
მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. დაკავებულთაგან ერთი პირი დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვა პირი ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა. საპატიმრო დაწესებულებები ყველა მათგანმა დღეს დილით, 48 საათიანი ვადის ამოწურვის შემდგომ დატოვა. „ყველა დაკავებულ პირს ძირითადად ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. იმ პირებმა, რომლებმაც დაზიანებები დაკავების დროს მიიღეს, უკვე […]
ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. „სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. საკურორტო სოფლების იერსახის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულებითა სამუშაოები […]
„ევროპელი დემოკრატები“ – „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „ეკონომიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“ კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას – ეკონომიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა. „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია საზოგადოებამ დაიწყოს დისკუსია ისეთ კონცეფციებზე, რომლებიც კრიზისულ ვითარებებში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიქტორ […]
კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას გადაეცემა

კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა პოლონეთშია და მალე უკრაინას გადაეცემა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ბლერმა ოტავაში განაცხადა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ NASAMS-ი უკრაინაში მალე ჩავა. „ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ამერიკელებთან და მწარმოებელ Raytheon-თან ამ სისტემის აწყობაზე და […]