უზენაესმა სასამართლომ მერია დაავალდებულა, რომ თბილისის ზღვაზე დამცავი ზღუდეები და გამაფრთხილებელი ბანერები განათავსოს

2017 წელს თბილისის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა მოსარჩელე მხარის გამარჯვებით დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ აღმასრულებელი დირექტორის სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟების ვალდებულება დააკისრა. ალეკო ცქიტიშვილმა მერიის წინააღმდეგ დავა 2017 წელს დაიწყო. მოსარჩელე მხარე ითხოვდა, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას და მორალური ზარალის […]

ადგილობრივ ინდუსტრიას სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტიც უქმნის პრობლემას – რას ითხოვს მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების დასაცავად მექანიზმების გაფართოებაა საჭირო. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ BMG-ის განუცხადა, ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის გამოწვევა მხოლოდ დემპინგური ფასებით იმპორტი არაა და პრობლემას სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტიც წარმოადგენს. მარიანა მორგოშიას განცხადებით, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით საქართველომ ისეთი დამცავი ინსტრუმენტები შემოიღოს, როგორიც ევროკავშირში უკვე წლებია მოქმედებს. „წელს საქართველოში რუსეთიდან და ირანიდან […]

ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მათივე ცნობით, პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული. „World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პურტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი. […]

საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ბარსელონას გამოფენაზე ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს. ინფორმაციის მიხედვით, IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი. […]

ლევან მგალობლიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა. „ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ […]

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს. კანონმდებლობის მიხედვით კი, ე.წ. სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. კონსენსუსს მათ ვერც ამჯერად მიაღწიეს. ნაწილი სიების ჩახსნას აანონსებს, ნაწილი კი, მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებით შემოიფარგლება. პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს და […]

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა. „დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე […]

რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი ქარსელაძემ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე?

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის – COP29 ფორუმზე. ვიმსჯელეთ ურბანული განახლების, ინფრასტრუქტურის განვითარების და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაბალანსებულ მიდგომებზე. გავუზიარეთ კოლეგებს ინფორმაცია ჩვენს წარმატებულ პრაქტიკებზე, იმ მასშტაბურ პროექტებზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი კომპონენტი, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების შესაბამისი ღონისძიებები და მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო გამოცდილება,“ – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა […]

გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში – სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ. აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ. სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები […]

სალომე ზურაბიშვილი – ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს. „გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, სალომე […]