გიორგი გახარია – მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ […]
ლანა გალდავა – ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით

ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს „ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესია“. „ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე […]
ადგურ არძინბა – ქართული ოლიგარქიის შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ

ქართული ოლიგარქიის შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოლიგარქიის ჩვენში შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში ფარულად ჩამოიყვანა და ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქტიურად უკავშირდებოდა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ბატონ ბჟანიას 1990-იან […]
ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ისრაელის არმიამ 21 ნოემბრის დილით დაბომბა, სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა, რომლებშიც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თანახმად, მათგან ბევრი ნანგრევებშია ჩამარხული. ამის ფონზე ისრაელის არმიამ გააფართოვა სახმელეთო საომარი ოპერაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში. მედიკოსების თანახმად, ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციაც, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ […]
იტალიაში საბოლოოდ დაამტკიცეს მკაცრი წესები ელექტრონული სკუტერის მომხმარებლებისთვის

ოთხშაბათს, იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი, რომელიც აწესებს მთელ რიგ მოთხოვნებს ელექტრო სკუტერის მძღოლებისთვის და უფრო მკაცრ ჯარიმებს სკუტერების უყურადღებო პარკინგისთვის. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 20 ნოემბერს პროექტი დაამტკიცა ზედა პალატაში, სენატში, საგზაო უსაფრთხოების სფეროში უფრო ფართო რეფორმების ფარგლებში. სკუტერთან დაკავშირებით განახლებები გამიზნული იყო ტრანსპორტის ამ ახალი ფორმის დასარეგულირებლად, რომელიც ფართოდ […]
Davit Narmania: Participants Saved an Average of 400,000 GEL Through Energy Exchange Trading

Davit Narmania, Chairman of the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission, addressed the III International Conference on Competition and Consumer Protection about ongoing reforms in the electricity and natural gas sectors. “I positively evaluate the activity on the energy exchange under the voluntary trade conditions and believe that trading on the energy exchange […]
გახარია: ვთხოვ აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას

პარტიის გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია მიმართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა ოცნებას ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე გახარიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების სისტემურ გაყალბებაზე და მოუწოდა მოქალაქეებს, პარლამენტის პირველი სხდომის დროს, ერთად გააგონონ ქართულ ოცნებას საპროტესტო ხმა. “დღეს, როცა ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როცა საქართველოს […]
ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებენ

ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონატის ბ დივიზიის თამაშებზე გაემგზავრნენ. ჩემპიონატი თურქეთში ქალაქ ბურდურში ტარდება. ჩემპიონატზე გასული პირველი სამი გუნდი შემდეგი წლის ა დივიზიონში გადავა და პირდაპირ 2025 წლის ევროპის მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონატში მოხვდება. ამისათვის თურქეთის, ჩეხეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას, ნიდერლანდებისა და საქართველოს წარმომადგენლები იბრძოლებენ. ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში ჩატარდება, იქამდე კი ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები […]
ეკა ბესელია – კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა – ვინ იწვევს ამ სხდომას? პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს, არც წევრების უფლებამოსილებაა ცნობილი, არც მთავრობაა

ვინ იწვევს პარლამენტის სხდომას, ვინ არის ის უფლებამოსილი პირი? თავისით ხომ არ შეიკრიბებიან ადამიანები, რომელთა უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა. ამიტომ პირველი სხდომის მოწვევის უფლება არავის აქვს. ამიტომაც ვერ პოულობენ ამ კითხვებზე პასუხს – რეგლამენტში წერია, თუ დეპუტატების უფლებამოსილების წესი გასაჩივრებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ შეიკრიბოს,- ამის შესახებ იურისტმა ეკა […]
“როცა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერებაა რომ ასეთი რექტორი ჰყავთ სტუდენტებს და ასეთი ქმარი ქალს” – ნათია ფანჯიკიძე

მის სტუდენტს რომ ჯერ ცემით კლავდნენ და შემდეგ გასაქრობად მიათრევდნენ, თუ გახსოვთ, უნივერსიტეტის რექტორმა გამოუცხადა პოლიციელებს, ფსიქიკური დაავადება აქვსო. ასე სცადა გადარჩენა. როგორც ჩანს, შემდეგ ამ მხსნელ ვერსიას ოჯახიც გაჰყვა. ტრაგედიაა, რომ ფსიქიკური დაავადების მიწერაა ქალისთვის საჭირო, რომ სიკვდილს გადაურჩეს, მაგრამ როცა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერებაა რომ ასეთი რექტორი ჰყავთ სტუდენტებს და ასეთი ქმარი ქალს.