კობა კობალაძე „ხარაგაულობა 2024“ დღესასწაულს დაესწრო

ხარაგაულის ახლად რეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკში „ხარაგაულობა 2024” აღინიშნა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, „ხარაგაულობის“ მთავარი ნაწილი – „საპატიო ხარაგაულელების“ დაჯილდოების ცერემონია იყო, სადაც კობა კობალაძემ, საპატიო ხარაგაულელის წოდებით, ადგილობრივი მკვიდრი, ვახტანგ ტალახაძე დააჯილდოვა. „ვახტანგ ტალახაძე ცხოვრობს და […]
გახარია დიპლომატებს მოუწოდებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ მას ლეგიტიმაცია

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ უცხოელ დიპლომატებს მიმართა, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მიეცეს. ამავდროულად, ის მხარდამჭერებს სხდომის დღეს პროტესტისკენ მოუწოდებს. “მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა ოცნებას მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების […]
არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს

გიორგი გახარია მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე. „მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა […]
CPJ: პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ეხმაურება 19 ნოემბრის, თბილისში აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე ძალადობას. CPJ ამბობს, რომ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დააფიქსირეს პოლიციის მხრიდან თავდასხმა ან ხელის შეშლა ჟურნალისტებისთვის. „პოლიციის მიერ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება და სხვა ჟურნალისტებისთვის ძალისმიერი ხელის შეშლა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან საჯარო მოვლენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს პოლიციის […]
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც […]
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გამოფენა გაიხსნა

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გამოფენა „კოლხური კულტურიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე“ გაიხსნა. გამოფენა მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ და ბონისტიკურ მასალას მოიცავს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამეგრელოს, ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა არტეფაქტები, როგორიცაა, ბრინჯაოს ცხენოსანი ქალის ქანდაკებები, ზოომორფული ფიგურები, ზარაკები, კოლხური ცულები, სხვადასხვა პერიოდის დანები, ისრის პირები, შუბის პირები, მძივები, დადიანების ბოტანიკურ ბაღში […]
რუსეთში Airbus-ის თვითმფრინავების ნახევარმა, სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო ფრენა შეწყვიტა

ყოველი მეორე Airbus A320/A321 neo თვითმფრინავი წყვეტს რუსეთში ფრენას. რუსული ავიახაზების 66 თვითმფრინავიდან 34 აღარ დაფრინავს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა კომერსანტი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროების თანახმად, ფრენების შეჩერება ამერიკული Pratt & Whitney (P&W) და French Leap ძრავების სერვისის სირთულეების გამო მოხდა. გარდა ამისა, თვითმფრინავების ნახევარზე მეტი შეიძლება არ დაბრუნდეს ფრენაში. რუსული ავიაკომპანია […]
ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – გარემოს ეროვნული სააგენტო

21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური […]
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან – 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოთ. აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, […]
“ახმატის” მეთაურმა ალაუდინოვმა დაადასტურა ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა ომში-“აგენტსტვო”

ჩეჩნეთის სპეცრაზმ “ახმატის” მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური დირექტორატის უფროსის მოადგილემ აპთი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, ეს არის კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის პირველი დადასტურება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომლებიც მანამდე არ აკეთებდნენ კომენტარებს ამ საკითხზე. 20 ნოემბრის შუადღისას ალაუდინოვმა გამოაქვეყნა, როგორც ის აცხადებს, ყალბი […]