დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, ქერჩის, კაჭარავას, ზარზმის, დავით თავხელიძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ილორის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს […]

ფარმადეპოში Black Friday დაიწყო

ის, რასაც მთელი წელი ელოდით. ფარმადეპოში შავი პარასკევის სუპერ შეთავაზებები დაიწყო. დღეიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გრანდიოზული ფასდაკლებების, სერვისებისა და საუკეთესო შეთავაზებების ცვენა ელოდებათ ჩვენს მომხმარებლებს. ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე, მათ შორის ბოდი შოპი, ნუქსი, ურიაჟი, ისის ფარმა, ტოპიკრემი და სხვა მოთხოვნადი ბრენდები. განახევრებული ფასები დაგხვდებათ საკვებ დანამატებსა და ასეულობით სააფთიაქო პროდუქტზე. თვალი ადევნეთ […]

მედია – უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა გაუქმდა, სახალხო დეპუტატები გსამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა გააუქმა, სახალხო დეპუტატები სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან დარტყმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპუტატები გააფრთხილეს დაბომბვის საფრთხის შესახებ და მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ყოფნა სამთავრობო კვარტალში. უმაღლესმა რადას შეხვედრის გაუქმებას უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე კვლავ ოლაფ შოლცს წარადგენს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა. ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს, […]

ტრამპმა გენერალური პროკურორობის ახალი კანდიდატი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი პამელა(პემ) ბონდი წარადგინა. 59 წლის ბონდი ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია. ტრამპმა ბონდის კანდიდატურა მას შემდეგ შეარჩია, რაც აშშ-ის იუსტიციის მინისტრობის და შესაბამისად, გენერალური პროკურორობის კანდიდატობაზე უარი თქვა დონალდ ტრამპის მიერ 14 ნოემბერს წარდგენილმა კონგრესმენმა მეტ გეცმა. ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის […]

დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად […]

“დატოვეთ უნივერსიტეტი… სანამ აქ ხართ, შენობას ვერ ვიცავთ” – 24 სტუდენტი და დაცვა – რა ხდება თსუ-ში და რატომ ელოდება დაცვა დილის 9 საათს?

მას შემდეგ, რაც დაფიონის გვერდზე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ლაივში, სტუდენტებმა, რომლებიც თსუ-ში ღამეს ათევენ, თქვეს რომ დაცვის ერთი თანამშრომელი ყარდა ალკოჰოლის სუნით, თსუ-ს დაცვის უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, სტუდენტებთან მივიდა, საუბრობდა ხმამაღლა, იქნევდა ხელებს და ჰქონდა ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დაცვის უფროსი, თავდაპირველად ითხოვს, რომ ყველანი ერთად წავიდნენ და ჩააბარონ ანალიზი სიმთვრალეზე, რადგან ამბობს, რომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე – პუტინი არამარტო ახანგრძლივებს ომს, არამედ ყოველ ჯერზე სახეში აფურთხებს მსოფლიოში მათ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა

პუტინმა აღიარა, რომ ესკალაციისკენ, ომის გაფართოებისაკენ წელს უკვე მეორე ნაბიჯი გადადგა- გამოყენებული იქნა ახალი ბალისტიკური რაკეტა, პუტინმა დაარტყა ჩვენს ქალაქ დნიპროს – უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ეს არის ამ ომის მასშტაბებისა და სისასტიკის აშკარა და სერიოზული ზრდა, რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების ცინიკური დარღვევა. ხაზს ვუსვამ: ეს არის […]

“სანამ დეზინფორმაცია წამოვიდა… სიმართლე საკმარისად მძიმეა” – რა მოხდა თსუ-ში?

სტუდენტური მოძრაობა დაფიონი, რომლის წევრებიც თსუ-ში ღამეს ათევენ, ავრცელებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს რომ შენობის დერეფნები სუსტად, ან თითქმის არ არის განათებული და ერთ-ერთ ასეთ დერეფანში, დაცვის თანამშრომლები ეფარებიან მამაკაცს, ახურავენ მას ქუდს, უმალავენ სახეს და სტუდენტებს ეუბნებიან რომ დაცვის თანამშრომელია. კითხვას, თუ დაცვის თანამშრომელია, რატომ არ აცვია ფორმა, უნივერსიტეტის დაცვა არ პასუხობს. სტუდენტები […]

“კიდევ უფრო დაადასტურა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება” – რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე: საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის ფუნქცია იკისრა და მოინდომა იმის ახანა, თუ რატომ ხდება, რომ საქართველოდან ყირგიზეთში გატანილი თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების მანქანების თითქმის ასი პროცენტი ამ ქვეყანაში არ შედის, ისევე როგორც ჩვენგან ექსპორტირებული სიგარეტის უდიდესო ნაწილი და ფაქტობრივად რუსეთში ილექება. ამ მოვლენის საქსტატის მიერ ახანა იმდენად უსუსურია, რომ კიდევ […]