რუსეთმა უკრაინაზე იერიში ახალი ბალისტიკური რაკეტით განახორციელა

რუსეთმა უახლესი საშუალო დისტანციის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა, რომლითაც იერიში უკრაინის ქალაქ დნეპრზე 21 ნოემბერს მიიტანეს. დარტყმა დნეპროპეტროვსკში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსში არსებულ ობიექტზე, სარაკეტო ტექნოლოგიის საწარმოზე განხორციელდა. “21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური […]
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. შსს ირწმუნება, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა […]
თინა ბოკუჩავა – მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს – დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია

მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი – დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია“. მისი თქმით, საერთაშორისო […]
თინა ბოკუჩავა – 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი კი დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფალი, არამედ გისოსებს მიღმა, რომლის ხმაც თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუცია“ ქვეყნისათვის […]
AS: მადრიდში დარწმუნებულნი არიან, რომ 2025 წელს დევისი “რეალში” გადავა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “რეალში” დარწმუნებულნი არიან, რომ 2025 წლის ზაფხულში “ბაიერნის” 24 წლის კანადელი მცველი ალფონსო დევისი მადრიდულ გრანდში ჩაირიცხება. ფეხბურთელს ამ ზაფხულს მიუნხენელებთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ბოლო პერიოდში მისმა აგენტმა “რეკორდმაისტერთან” ახალ შესაძლო კონტრაქტზე ისაუბრა. ამის მიუხედავად, “ბლანკოსში” მიაჩნიათ, რომ დევისი არჩევანს “რეალის” სასარგებლოდ მიიღებს და ზაფხულში “სანტიაგო ბერნაბეუს” მიაშურებს. ინფორმაციისთვის, კანადელმა […]
“სახელმწიფო მზადაა ხელი შეუწყოს აქ წარმოებული თევზის ექსპორტზე გატანას” – მინისტრის მოადგილე

„სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ თევზის საერთაშორისო ბაზარზე გატანას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თევზმომშენებელ მეურნეობა Georgian Fish & Caviar-ში ვიზიტისას ისაუბრა. მინისტრის მოადგილე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, რა დროსაც თევზის წარმოებაში არსებულ გამოწვევები და აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. […]
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თავდაცვის კომპანიებში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის საფრთხეზე განაცხადეს

დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ამერიკულმა სააგენტოებმა სამხედრო-სამრეწველო სექტორის ამერიკული კომპანიები რუსეთთან ასოცირებული სუბიექტების მიერ საბოტაჟის გაზრდილი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელიც თავდაცვის სექტორის კომპანიებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. ამ შეტყობინების ფონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების მუქარები. რუსეთის საშუალო რადიუსის რაკეტა “ორეშკინით” […]
რა “ღირს” ოპოზიცია პაპუაშვილისთვის და რატომ 9 მილიონი?

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ სჯერა, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის და პარლამენტში არ შევა. “აგერ მე და აგერ თქვენ, 25 ნოემბერი, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დღის მეორე ნახევარში და ვნახოთ ერთი, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ მათთვის არანაირ დამატებით ფულს მნიშვნელობა არ აქვს. მათ ის ხელფასიც აკმაყოფილებთ რაც პარლამენტის წევრს ექნება და ის […]
“გახარიას პარტია მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ…” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი: “გახარია და საერთოდ ეს პარტია ძალიან აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“ ნიშას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა – შალვა ნათელაშვილის მეთოდია”
ლევან იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა

სახალხო დამცველის ანაზღაურება აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს, – თანხა წარმოდგენილია გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობით. ხელზე ასაღები ოდენობა კი შეადგენდა 5 488 ლარს, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკა“ ავრცელებს. რაც შეეხება დანამატსა და ფულად ჯილდოს, […]