გიორგი ვაშაძე – ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში – დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა

ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი – ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა – ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძის თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დაწერენ. […]
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა (EUA) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაციის თანაორგანიზებით, (EURASHE) (E4 ჯგუფი) ტვენტეს უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში ჩატარდა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, EQAF ფორუმი 2006 […]
გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ აკაკი ბაქრაძის სახლთან პერფორმანსი გამართეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა – გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ კოტე აფხაზის ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის წევრებმა პუბლიცისტისა და მწერლის, აკაკი ბაქრაძის სახლის წინ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით ჯერ წრე შეღებეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოფინეს. ლიდერების თქმით, თეთრ ფონზე შავი წრე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. „გვაქვს ერთი წინადადება ქართველი საზოგადოებისთვის. ეს ყველას ძალიან […]
გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეთა თითქმის 79% პუტინს ენდობა

რუსეთის მოქალაქეთა 78,8% ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გამოკითხვის საფუძველზე იტყობინება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი. ამ მონაცემის მიხედვით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა. გამოკითხვა ჩატარდა 11-17 ნოემბერს და მასში 18-წელზე უფროსი ასაკის 1600 მოქალაქე მონაწილეობდა. “პირდაპირ შეკითხვას, ენდობიან თუ არა პუტინს, გამოკითხვის მონაწილეების 78,8%-მა დადებითად უპასუხა (არ შეცვლილა). პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა […]
” სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად…” – ნატუკა გულისაშვილის გულახდილი ინტერვიუ – Marao

” სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად…” – ნატუკა გულისაშვილის გულახდილი ინტერვიუ – Marao “მომავლის წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით შეუძლია, თუმცა, საკუთარ ინტუიციას იშვიათად ენდობა. ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილს. არ უყვარს კამათში ჩართვა. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს”, […]
დონალდ ტუსკი – ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ პოლონეთის მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ყრილობაზე განაცხადა. „მიჭირს არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“, – აღნიშნა ტუსკმა. მისი თქმით, ომი […]
“აუცილებელია, ოთხივე პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთდროულად გააკეთოს განაცხადი მანდატების დათმობაზე” – ირაკლი კუპრაძე

აუცილებელია, ოთხივე პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთდროულად გააკეთოს განაცხადი მანდატების დათმობასა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ამისთვის არსებობს ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრიბუნა, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც გადაურჩა ბიძინა ივანიშვილს – სალომე ზურაბიშვილის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახით. ერთად უნდა გაკეთდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 25-ში სიების ჩახსნაზე და მანდატების დატოვებაზე. უნდა შეიქმნას ალტერნატიული სტრუქტურა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთის ეროვნული ნაკრები იქნება

საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთის ეროვნული ნაკრები იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი-ოფში, რომელმაც B ლიგაში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, სომხეთის ეროვნული გუნდი იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო საპასუხოს შინ – 23 მარტს. სხვა მატჩები B/C პლეი-ოფში: კოსოვო-ისლანდია ბულგარეთი-ირლანდია სლოვაკეთი-სლოვენია C/D პლეი-ოფი ლატვია-ლუქსემბურგი მალტა-გიბრალტარი A/B პლეი-ოფი […]
ლაშა ნიკოლაძის თქმით, სადაზღვევოების აუდიტირებულ დასკვნებში მძიმე დარღვევებია – bm.ge

ლაშა ნიკოლაძის თქმით, სადაზღვევოების აუდიტირებულ დასკვნებში მძიმე დარღვევებია – bm.ge დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი სადაზღვევო კომპანიების აუდიტირებულ დასკვნებში არსებულ მძიმე დარღვევებზე საუბრობს და სექტორის ზედამხედველს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლაშა ნიკოლაძემ BMG-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში ისაუბრა. მისი თქმით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენილ აუდიტორული დასკვნებზე რეაგირების ნაწილში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და მისაღებია ზომები, რაც მათ […]
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა ტრადიციული კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“. მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, სოლისტები: კრისტინა ფანელი, ბენედეტა მაცუკატო, გეორგ პოპლუტცი, ფელიქს შვანდტკე, […]