გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეთა თითქმის 79% პუტინს ენდობა

რუსეთის მოქალაქეთა 78,8% ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გამოკითხვის საფუძველზე იტყობინება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი.
ამ მონაცემის მიხედვით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა.
გამოკითხვა ჩატარდა 11-17 ნოემბერს და მასში 18-წელზე უფროსი ასაკის 1600 მოქალაქე მონაწილეობდა. “პირდაპირ შეკითხვას, ენდობიან თუ არა პუტინს, გამოკითხვის მონაწილეების 78,8%-მა დადებითად უპასუხა (არ შეცვლილა).
პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 75,5% (0,8%-ით შემცირდა)”, – ნათქვამია სოციოლოგიური სამსახურის ცნობაში.
თუ როგორ მართავს რუსეთის მთავრობა ქვეყანას, მისაღებია 49,8 %-სთვის (0,2 %-ით შემცირდა), ხოლო საკუთრივ პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მუშაობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 52 %-მა (გაზრდილია 0,2 %-ით). მიშუსტინის მიმართ ნდობა გამოხატა 61,4 %-მა (1,1 %-ანი ზრდა).

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!