„ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია AmCham Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

2024 წლის 21 ნოემბერს „ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია არჩეულ იქნა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) დირექტორთა საბჭოს წევრად. ამერიკის სავაჭრო პალატა 270-ზე მეტ წევრ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მთავრობასა და ინვესტორებთან თანამშრომლობის გზით. გიორგი ციკოლიას შესახებ: გიორგი ციკოლია, აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის „ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტია. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ვლადიმერ ბოჟაძე – მჯერა, რომ ჩვენი გუნდი ადგილობრივ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას წარმატებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. „განსაკუთრებით ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მადლობას ვუხდი მილიონ 120 ათას 53 ამომრჩეველს, რომელთაც ქართულ ოცნებას და ამასთანავე ჩვენს გზას ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მან ასევე მადლობა […]
გიორგი ტყემალაძე – „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ

მინდა, ჩვენს გუნდს მივულოცო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ქართველი ხალხის ნებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ. ტყემალაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზეც ისაუბრა და […]
აქცია ზუგდიდში – დეტალები

ფოტოები – მარიამ ჟვანია, სამოქალაქო აქტივისტი ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ზუგდიდში – აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიციური კოალიცის წევრები ქუჩაში ერთადერთი მოთხოვნით გავიდნენ, რომ აიძულონ “ოცნებას” უკან დაიხიოს და არჩევნები ხელახლა დანიშნონ. ხალხი ამბობს, რომ მათი ხმები ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიპარა. ქუჩაში გატანილ საპროტესტო ბანერებს დღეს სიმბოლურად […]
კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია – “პირველების” ინფორმაციით, დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა ექსპერტიზა. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის […]
ახალი მოწვევის პარლამენტის თვითშეკრება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

ავტორი : არჩილ იაკობაშვილი “პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება”, – პროფესორ ირაკლი კობახიძის ამ ფრაზით ბიძინა ივანიშვილი უკვე არა მხოლოდ დემოკრატიაზე ძალადობს, არამედ კონსტიტუციაზეც, რომელიც მას თავის დროზე სწორედ ირაკლი კობახიძემ მოარგო. ჩემი აზრით, კონსტიტუციაზე ძალადობის მთავარი მიზეზი ის შინაარსობრივ-ტექსტობრივი ხარვეზია, რომელიც პროფესორ ირაკლი კობახიძეს, როგორც კონსტიტუციის ახალი რედაქციის […]
პირველადი პროექტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს. 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით მეტია. თავის მხრივ, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” დაზარალებულის ოჯახის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა დაუდასტურა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, ბექა ჯაიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო. ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანი მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის […]
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, სიტუაციის ბოლო დროინდელი ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი. გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის და ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება […]