სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა […]
“ეს ამერიკელებმა მოიგონეს” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა: “არ დაუჯეროთ სხვებს, ამ ქვეყანაში დიქტატურა არ არის და ვერც იქნება. ვერ იქნება, იცით რატომ? იმიტომ, რომ დიქტატორობისთვის საჭიროა, გქონდეს დიქტატორის ბერკეტები. რა ბერკეტები მაქვს მე? ამერიკელებმა მოიგონეს – დიქტატორია, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ […]
შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

BBC-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ სიტუაციის ბოლოდროინდელი ესკალაცია აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ეს ომი. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა მათ Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის. შოლცი თვლის, რომ NATO-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება […]
ისაკო დევიძესთან, რომელიც შიმშილობს, ომბუდსმენი არ შედის – დეტალები

19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პროცესებში საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს – ახალგაზრდა, რომელიც მშრალ შიმშილზე გადავიდა, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და საპატიმროში მოინახულოს. მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, ლევან იოსელიანი ისაკო დევიძესთან საპატიმროში ამ დრომდე არ შედის. არადა, როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, ახალგაზრდა 48 საათზე მეტია, […]
ზვიად კორძაძე კახეთში შატოს, სავარაუდოდ, სექტემბერში გახსნის

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში კოტეჯების და სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ასევე, იწყება მარნის, საწარმოო ფართის მშენებლობა, სადაც მომდევნო რთველის მიღებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ “ბარბალეს მარნის” დამფუძნებელმა ზვიად კორძაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ. ლარამდე იქნება. ზვიად კორძაძის თქმით, შატოს გახსნის პარალელურად კომპანია წარმადობის გაორმაგებას და როგორც ადგილობრივ, ისე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7384 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8548 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8862 ლარს შეადგენდა. […]
ექსპერტიზის დასკვნით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შერაცხადია – ოჯახის ადვოკატი

ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი შერაცხადია, – განუცხადა რადიო თავისუფლებას აბრამიძის ოჯახის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა. ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ბექა ჯაიანი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, 20 დღით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლიდა. ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. […]
“საქართველოზე უარესები არ ვართ!” – აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რამინ მუსაიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში უნდა გაათავისუფლონ და მისი აზრით, პორტუგალიელის დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო. “სანტუში ჯერ არ გაათავისუფლეს? ის ისევ აქ არის? როცა მიიწვიეს, მაშინ ვთქვი, რომ ეს დანიშვნა თავიდანვე განწირული იყო. სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მასზე დახარჯული ფული ფუჭად დაიხარჯა. სჯობდა ეს ფული ბავშვთა […]
იქნება თუ არა კანონიერი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა? – კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტის, ილიაუნის პროფესორის, კოტე ჩოკორაიას განცხადებით, არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. მისივე თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლებამ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩანიშნა, მან კონსტიტუციის ლოგიკა გამოიყენა, მაგრამ როცა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა სურს, კონსტიტუციის ლოგიკას არ იყენებს. “ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის პარლამენტის პირველი შეკრება და მისი უფლებამოსილების […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.