“საკუთარი დედის და მამის დაბადების ადგილის დამალვა რაღა არის კაცოუ?!” – თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი: ერთი ნაცნობის ფბ სტატუსი შემხვდა, ამ შინაარსის: “ეს სტუდქალაქელი ქაჯიო”, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე წერდა, “ვაკეში რომ გულაობსო”, ქვემოთ ასეთივე კომენტარებით – “ეს სოფლელები ვაკეში, როდის წაეთრევიან აქედან”, “რატომ გლდანში არ გადაკეტეს გზა” – აი, ამ ტიპის კომენტარები. ჰოდა ვფიქრობ ახლა: კაცო , ილია ჭავჭავაძე ყვარლიდან რომ არის, აკაკი საჩხერედან, გალაკტიონი ჭყვიშიდან, ვაჟა რომ […]
აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტით $142 მილიონი გამოიმუშავა

აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტით $142 მილიონი გამოიმუშავა abc.az-ის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან ექსპორტზე 118,922 ტონა პომიდორი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 142 მილიონი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პომიდვრის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო საექსპორტო პროდუქტის რაოდენობის ზრდამ 5%-ს მიაღწია. 2024 წელს პომიდორმა აზერბაიჯანის საერთო ექსპორტის 5.06% შეადგინა.
თბილისის ვიცე-მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვეს?!

თბილისის ვიცე-მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვეს?! დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე წერს. „დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში და ამიტომ ,,იმალება” კალაძე ნეტა მილანში?! – ვიცე-მერი – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო – არქიტექტურის სამსახური […]
საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი თამბაქო, სავარაუდოდ, რუსეთში ხვდება – ეკონომისტი

ეკონომისტი რამაზ გერლიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული თამბაქოს ნაწარმი რუსეთში ხვდებოდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში 53 მლნ დოლარის ღირებულების 3166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გავიდა, თუმცა საინტერესოა ის, რომ ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში არ წერია, რომ ქვეყანამ თამბაქო საქართველოდანაც შეიძინა. ყირგიზეთის […]
პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომი გლობალური ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომის ესკალაცია ხდება და ის გლობალურ კონფლიქტად გარდაიქმნება. ამის მიზეზად კი გავრცელებულ ცნობებს ასახელებს იმის თაობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა უკრაინას რუსეთზე თავიანთი წარმოების შორი რადიუსის იარაღით თავდასხმის უფლება მისცეს. პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მოსკოვს საპასუხო თავდასხმების განხორციელება შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთმა ამერიკული და ბრიტანული […]
ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს

ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს. მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილზევე გაანეიტრალა. პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ დიპლომატიური მისიის შენობის მთავარ შესასვლელთან საეჭვო შავი ჩანთა იდო. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, როგორაა გადაკეტილი მოძრაობა, მინიმალური შემადგენლობით სამართალდამცველებით. საქმეზე გამოძიებას დაიწყო.
კახეთში ხანძარია – დეტალები

კახეთში, სოფელ საბუესთან ხანძარია – ამის შესახებ ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. “გაგრა” – “თელავი” [LIVE]

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში “გაგრა” “თელავს” მასპინძლობს.
რა ეღირება ლარი 26 ნოემბრამდე?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8548 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8862 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0314 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
ირანი ბირთვული სააგენტოს რეზოლუციის საპასუხოდ „ახალ გაუმჯობესებულ“ ცენტრიფუგებს აამუშავებს

ირანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ დაიწყებს ახალი “უფრო მოწინავე“ ცენტრიფუგების ამოქმედებას იმ რეზოლუციის საპასუხოდ, რომელიც გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო. რეზოლუციაში თეირანის მიმართ გამოთქმულია კრიტიკა სააგენტოს აზრით, ცუდი თანამშრომლობისთვის. რეზოლუციაში, რომელიც ირანში სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის სტუმრობის შემდეგ მალევე მიიღეს, ნათქვამია, რომ ირანმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს „ზომები თავისი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]